სრულფასოვანი გარნირი მხოლოდ ხახვისგან: ფანტასტიკური კერძი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს უხდება

თქვენ დღემდე ფიქრობთ, რომ ხახვი გახლავთ ინგრედიენტი, რომელსაც მხოლოდ კერძების ინგრედიენტად იყენებენ? ეს ასე არ არის. თუ სწორად მოამზადებთ, ამ მარტივი პროდუქტისგან სრულფასოვანი გარნირი გამოგივათ. გთავაზობთ კარამელიზებული ხახვის რეცეპტს, რომელსაც ხორცის ნებისმიერ კერძთან მიართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ხახვი
  • 50 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • ზღვის მარილი გემოვნებით


მომზადება:


  1. გაფცქვენით ხახვი, გაჭერით ოთხ ნაწილად, მოათავსეთ წყლიან თასში რამდენიმე წუთით. გადაასხით წყალი.
  2. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ 50 მლ წყალი, შაქარი და ღვინის ძმარი.
  3. შეწვით ხახვი მაღალ ცეცხლზე ზეითუნის ზეთში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  4. შემდეგ დაასხით მზა მასა, დაამატეთ მარილი გემოვნებით და მუდმივად ურიეთ. მოამზადეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. როდესაც ხახვი მზად იქნება, მოხსენით თავსახური ტაფას და რამდენიმე წამით ცეცხლს აუწიეთ, რათა ზედმეტი სითხე აორთქლდეს.