ფიკუსის სამკურნალო თვისებები

ფიკუსის სამკურნალო თვისებები
ფიკუსის სამკურნალო თვისებები მრავალფეროვანია წარმატები გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ფიკუსის ფოთლების წვენისგან მომზადეული ნაყენები და ნარევებიეფექტურად ებრძვის მასტოპათიას და ხელს უშლის ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენას. ასევე, ფიკუსი ეხმარება საშვილოსნოში კეთილთვისებიანი წარმონაქმნების შემცირებაში (მიომა და ფიბრომა). კომპლექსური თერაპია ითვალისწინებს ფიკუსის წვენის მიღებას და ნაყენის შეზელვას გამაგრებულ ადგილებზე მასტოპათიის დროს.

ამ მცენარის საფუძველზე მზადდება სხვადასხვა კონცენტრაციის სპირტის ნაყენებიდა ნარევები. ჰემატომების დროს იყენებენ ცივ კომპრესებს ფიკუსის გაყინული „რძისგან“. ან მტკივან ადგილას დაიდება მცენარის გატარებული ფოთოლი. ასეთივე წესით იკურნება რადიკულიტი, ართრიტი და ოსტეოქონდროზიც. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, ჯერ მიიღოთ მარილიანი აბაზანა და შემდეგ წაისვათ მზა საშუალება.

ფიკუსის წვენისგან ძალიან ეფექტური სანთლები მზადდება ბუასილის სამკურნალოდ. წყალში გაზავებული წვენი ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 1-2 კვირას მოიცავს. ფიკუსის საფუძველზე დამზადებული პრეპარატები შესანიშნავია ფურუნკულების სამკურნალოდ, აყუჩებს კბილის ტკივილს, აცხრობს შეშუპებებს პირის ღრუში.