მწვანე ბარდა - განსაკუთრებით სასარგებლო მცენარე ქალებისთვის, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან.

მწვანე ბარდა -  განსაკუთრებით სასარგებლო  მცენარე ქალებისთვის, რომლებიც  დედობისთვის ემზადებიან.
უძველესი მცენარეა და მოშინაურებულია ჰიმალაის სამხრეთში. მისი ახლო ნათესავები არიან ლობიო და სოია. თერმული დამუშავება მას C ვიტამინის თითქმის 60 -90% და A ვიტამინის 40% -ს უნადგურებს. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იკარგება ფოლის მჟავა და ბიოფლავონოიდები.

ცოტა კალორიები და ბევრი ვიტამინები
ახალი და ახლადგაყინული ბარდა ძალიან კალორიული არ არის. 100 გრ პროდუქტი დაახლოებით 80 კკალ- ს შეიცავს. გამხმარი ბარდა კი, რომელსაც ძირითადად სახელგანთქმული სუფების მოსამზადებლად იყენებენ, ბევრად კალორიულია - 100 გრ მოხარშული მარცვალი დაახლოებით 130 კკალ - ს შეიცავს. მწვანე ბარდა ფოლის მჟავას შესანიშნავი წყაროა. ეს ვიტამინი B ჯგუფს მიეკუთვნება და აუცილებელია უჯრედებში დნმ - ის სინთეზისათვის ( დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) - მაკრომოლეკულა, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას). ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან ან უკვე ელოდებიან ბავშვს, რადგან აღკვეთს დეფექტებს მომავალი ბავშვის ნერვული ქსოვილის განვითარებაში. 100 გრ ბარდა რეკომენდებული დღიური დოზის დაახლოებით 16 % - ით ანუ 65 მკგ -ით ამაგრებს ორგანიზმს. ასევე, 100 გრ შეიცავს K ვიტამინის სადღეღამისო ნორმის 20 % - ს, რომელიც ამაგრებს ძვლებს და აღკვეთს თავის ტვინში ნერვული ქსოვილის დაზიანებებს. ბარდაში არის, აგრეთვე, კალციუმი, რკინა, გოგირდი, თუთია და მარგანეცი.

ანტიოქსიდანტები და ფიტოსტეროლები
ცოცხალ და ახალგაყინულ ბარდაში არის ვიტამინი C - 100 გრამში დაახლოებით 40 მკგ, რაც სადღეღამისო ნორმის თითქმის 70 % - ს შეიცავს. ეს ვიტამინი მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისადმი ბრძოლის უნარის გამომუშავებასა და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება. ბარდაში სხვა ანტიოქსიდანტებიც არის: ბიოფლავონოიდები, კაროტინი, ლუტეინი, და ზეაქსატინი. ამის გარდა, მწვანე ბარდა ფიტოსტეროლებსაც შეიცავს. ეს ნივთიერებები არის ხილ - ბოსტენეულსა და მარცვლოვნებში - ამცირებს ნაწლავებში ქოლესტერინის შეწოვას. ასევე, ონკოლოგიური პროცესების განვითარების ხელყოფის უნარიც აქვთ.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის