ხახვი მკერდისა და კუჭის სიმსივნური დაავადებების მტერია!

ხახვი  მკერდისა და კუჭის  სიმსივნური  დაავადებების  მტერია!
უკვე უძველეს წიგნებში აღწერეს ხახვის, როგორც წამლის, გამოყენება. ითვლებოდა, რომ ის, ვინც ყოველდღე უზმოზე ერთ თავ ხახვს შეჭამდა, არც ავად გახდებოდა და არც დაშავდებოდა. ხახვისადმი ასეთი რწმენა დღემდე მოვიდა.
ხახვის თავი B ჯგუფისა და C ვიტამინების, ეთერული ზეთების, კალიუმის ნაერთების, კალციუმის, მოკროელემენტების (მარგანეცი, კობალტი, თუთია, ფტორი მოლიბდენი, იოდი, რკინა, ნიკელი და სხვა) წყაროა. მწვანე ხახვის ფოჩები კი ბევრ კაროტინს, ფოლის მჟავასა და ბიოტინს შეიცავს. ხახვის წვენი მდიდარია ვიტამინებით, ეთერული ზეთებით, ნახშირწყლებით.

რკინა, რომელსაც ხახვი შეიცავს, მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი დეფიციტი მძიმე ანემიას და სისხლის სხვა დაავადებებს იწვევს. რკინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული და მეძუძური ქალებისთვის. ხახვი ბოსტნეულში რეკორდსმენია ერთდროულად სამი ელემენტის: რკინის, თუთიის და სპილენძის შემცველობით. ეს ელემენტები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ. მათი ერთობლივი მოქმედება კი ორგანიზმის დამცველ ფუნქციას ზრდის. სუნთქვის სისტემაზე სასიკეთო გავლენას ახდენს ხახვში არსებული იოდი, რასთანაცაა დაკავშირებული ხახვის დამამუხრუჭებელი გავლენა ათეროსკლეროზის განვითარებაზე.

უკვე 4 ათასი წელია რაც ხახვი მოიყვანეს და დიდი ხანია მას ძლიერ კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტად თვლიან. ამ თვისებებს ის ვიტამინების წყალობით კი არ ფლობს, რომლებიც მასში საკმაოდ ცოტაა, არამედ quercetina - ის (კვერცეტინის) შემცველობის წყალობით, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, აღკვეთას უნდა ეხმარებოდეს. ხახვი ასევე ითვლება ძლიერ ანტიკოაგულანტად. ამ თვისებების გამო ის შესაძლოა თრომბოზების პროფილაქტიკისთვისაც გამოდგეს. ამცირებს ე.წ. "ცუდ" ქოლესტერინს და ზრდის "კარგი" ქოლესტერინის შემცველობას, რომელიც დადებითად მოქმედებს არტერიაზე. ხახვი თავის ამ თვისებების დიდ ნაწილს თბური დამუშავების დროს კარგავს. ამიტომ, სასურველია, ის ცოცხლად დაამატოთ სალათებს.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის