ოთახის მაჩიტა - ნაზი მცენარე სახლისთვის

ოთახის მაჩიტა - ნაზი მცენარე სახლისთვის
ყოველი მოყვარული მეყვავილე ოცნებობს, კოლექციაში ნაზი და ძალიან ბუნებრივი მცენარით შეავსოს. ამ შემთხვევაში კარგი არჩევანია ოთახის მაჩიტა. თავად მაჩიტას ყვავილები ძალიან ლამაზია, მას „დედოფალსა“ და „მეფეს“ უწოდებენ ფერების მიხედვით.

ოთახის მაჩიტა იზრდება როგორც ამპელური წვავილი ქოთანში, რომელთა სახეობების კომბინირება შეიძლება. მაჩიტა მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰყვავის და შემოდგომაზეც. მცენარე დიდ მოვლას არ საჭიროებს, მაგრამ სჭირდება რეგულარული სასუქი და მინერალები. ეს ხელს უწყობს მას განვითარებაში და მუდმივ ყვავილობაში, ამიტომ სასუქი თვეში 2-ჯერ უნდა შეიტანოთ. მორწყვაც ხშირი უნდა იყოს, სიმშვიდის პერიოდში კი - ოქტომბრიდან მაისამდე, მცენარე უმჯობესია მშრალ და ნათელ ადგილას გადაიტანოთ და თვეშ მხოლოდ 1-20ჯერ მორწყათ. ყვავილობის შემდეგ ბუჩქს ჭრიან, რაც მომდევნო წელს უხვი ყვავუილობის ხელშემწყობია.

უხვი ყვავილობისთვის ასევე მნიშვნელოვანია კარგი განათებაც,, უნდა არიდოთ მცენარე ორპირ ქარს, თუმცა, სუფთა ჰაერი მას ძალიან უყვარს. ამიტომ ზაფხულში დადგით სუფთა ჰაერზე.