შინ დასამზადებელი წამლების რეცეპტები თაფლისგან. ეგზემების, წყლულების და დამწვრობის სამკურნალოდ

შინ დასამზადებელი  წამლების რეცეპტები თაფლისგან. ეგზემების, წყლულების და დამწვრობის სამკურნალოდ
თაფლის თვისებაა სისხლისა და ლიმფის მოძრაობის გააქტიურება, რომლებიც ჭრილობებს ასუფთავებს და კარგ პირობებს ქმნიან ჭრილობის ზონებში უჯრედების საკვებად. ასევე შეუძლიათ მომაკვდინებლად იმოქმედონ მიკრობებზე (ნაწლავური და დიზენტერიული ჩხირები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, და ა.შ.)
ხალხურ მედიცინაში თაფლს უმატებენ სამკურნალო ბალახების ნახარშებს, ბოსტნეულის წვენებს, იყენებენ სხვადასხვა სახის ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.

შინ დამზადებული წამლების რეცეპტები
  • მალამო შეუხორცებელი ჭრილობებისა და წყლულებებისთვის:
    თაფლი - 80 გრ, თევზის ქონი - 20გრ, ქსეროფორმი - 3 გრ, შეურიეთ და დაიდეთ გასუფთავებულ ჭრილობაზე.

  • ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო:
    პენიცილინი 500 ათასი ერთეული, ნოვოკაინი 2 გრ, თევზის ქონი 5 გრ, ნატურალური თაფლი 10 გრ. დაიდეთ წყლულზე და შეიხვიეთ, შეიცვალეთ ნახვევი ყოველ 2 -3 დღეში. მკურნალობის კურსია 2 -3 კვირა.

  • 50 გრ ევკალიპტის ფოთლებს დაასხით 0,5 ლ წყალი, ადუღეთ 3 - 4 წუთი, გაწურეთ და დაამატეთ 2 ს/კ თაფლი. გამოიყენეთ ჭრილობების სამკურნალოდ აბაზანებისა და საფენების სახით.

  • 1 ჭიქა მდუღარე წყალზე დააყენეთ 1 ს/კ გამხმარი გვირილის ყვავილი, გააცივეთ, გაფილტრეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი. ეს ნაყენი გამოივლეთ სტომატიტების, ანგინების დროს. ასევე გამოიყენეთ ოყნის სახით კოლიტების შემთხვევაში.

  • კარგად გარეცხეთ და გაფცქვენით უმი კარტოფილი, გახეხეთ წვრილ სახეხზე. 0,5 ჭიქა მიღებულ მასას დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და აურიეთ. ეს ფაფა მარლის საფენზე 1 სმ სისქეზე გაშლეთ და დაიდეთ კანის დაზიანებულ ადგილზე, დააფიქსირეთ ბინტით და გაიჩერეთ არა ნაკლებ 2 საათისა. საფენის მოხსნის შემდეგ ფრთხილად მოიწმინდეთ ჭრილობიდან ფაფა. ეს პროცედურა შეიძლება დღეში რამდენჯერმე გაიმეოროთ. ღამე დაზიანებულ ზედაპირზე შეიძლება დინდგელის მალამოს ნახვევი გაიკეთოთ, დღისით კი კვლავ კარტოფილის და თაფლის ფაფა გაიმეორეთ. გამოიყენება ეგზემების, დამწვრობის, წყლულების, ფლეგმოზური ფერიმჭამელების, პიოდერმიისა და მტკივნეული ბებერების (მაზოლები ) დროს.

  • ბალახების ნაყენები და ნახარშები თაფლით დამწვრობისა და მოყინვის დროს. მცირე ზომის ჭურჭელში მოათავსეთ ცოტაოდენი კრემი (ბავშვის ან ხელის, ან ნებისმიერი მკვებავი კრემი ), დაამატეთ 1 მლ ალოეს ექსტრაქტი (მაგ, 1 ამპულა), 1მლ კრაზანას ნაყენი ( 1 ჭიქა წყალზე: 15 გრ კრაზანა ) და 0,5 ჩ/კ თაფლი. დაუმატეთ ერთი მწიკვი ხორბლის ფქვილი და ყველაფერი კარგად აურიეთ. წაისვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში არანაკლებ 2 - ჯერ. გამოიყენეთ I - II ხარისხის დამწვრობის დროს პირველი დახმარების სახით, ასევე მოყინვის მსუბუქი ფორმების დროს.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის