ტესტი: აირჩიეთ სიმბოლო, რომელიც მნიშვნელოვნად გეჩვენებათ და გაიგეთ, რა გელით მომავალში!

ტესტი: აირჩიეთ სიმბოლო, რომელიც მნიშვნელოვნად გეჩვენებათ და გაიგეთ, რა გელით მომავალში!
გადახედეთ ნახატზე მოცემულ გამოსახულებებს, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ის სიმბოლო, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ. თუ რას ნიშნავს ის - იხილეთ პასუხებში.

1. ბაფთა

შესაძლოა, ახლო მომავალში კონფლიქტი მოგივიდეთ ოჯახის წევრებთან, თანაც, სრულიად უმიზეზოდ. ნუ იქნებით ჯიუტი და არ გაამწვავოთ სიტუაცია, იპოვეთ კომპრომისი და დაალაგეთ ურთიერთობა ოჯახში.


2. სასწორი

შემოსავალი გელით, გაახილეთ თვალები და არ გაუშვათ ბედის ბოძებული შანსი. მატერიალური ჯილდო გელით იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ.

3. გოგონა

მიაქციეთ ყურადღება თქვენს საქციელს, იყავით უფო მიმტევებელი და კეთილი. თუ ვინმე მოგწონთ, არ დამალოთ გრძნობები და იმოქმედეთ.

4. ხე

ეს სიბრძნის სიმბოლოა. ახლო მომავალში გამოცდა გელით, მაგრამ ნუ დარდობთ, მასთან გამკლავებაში თქვენი ცოდნა გამოგადგებათ.

5. ეტლი

მოგზაურობა გელით, ეს შეიძლება რეალური იყოს, ან საკუთარი თავის შეცნობა. არჩევანის წინაშე დადგებით, განაგრძოთ ურთიერთობა თუ შეწყვიტოთ.

6. გასაღები

მალე მიაღწევთ იმას, რაც გსურდათ. მაგრამ ამ მომენტში ადამიანებთან სიფრთხილე გმართებთ. არის რისკი, მოგატყუონ და გული დაგწყვიტონ.

7. ბეჭდები

ნამდვილი სიყვარულის სიმბოლო. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება მალე ეს მოხდეს. თუ კი - მაშინ ელოდეთ მატებას ოჯახში.

8. გემი

გრძნობთ, როგორ დაუბერა ცვლილებების ქარმა? ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. მხოლოდ უნდა გადაწყვიტოთ, მზად ხართ თუ არა საამისოდ.