შეუდარებელი ვაშლის პეროგი კვერცხის, ფქვილისა და კარაქის გარეშე!

შეუდარებელი ვაშლის პეროგი კვერცხის, ფქვილისა და კარაქის გარეშე!
ეს ულამაზესი დესერტი სრულფასოვან პეროგს ჰგავს, თუმცა, თავიდან ვერც იტყვი, რომ ის ცხობის გარეშეა მომზადებული. გარდა ამისა, მას გრამი შაქარი და ფქვილი არ აქვს. მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო ინგრედიენტები. თხილისა და ფინიკების წყალობით, კერძი საკმაოდ კალორიულია, მაგრამ ეს კალორიები ენერგიად იქცევა, რაც ასე საჭიროა ცივ ამინდებში.

ინგრედიენტები:
  • 25 ცალი ფინიკი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 3 ცალი ვაშლი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ჭიქა შავი ჩაი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი


მომზადება:

  1. დაასხით ფინიკებს შავი ჩაი და დაალბეთ 20 წუთით. მოაცილეთ კურკები, დაჭერით. ნიგოზი და ნახევარი ფინიკები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. შესაფერისი დიამეტრის (20 სმ) საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ფსკერზე მოათავსეთ თხილის მასა, დააფარეთ ცელოფანი და შედგით საყინულეში.
  3. გათალეთ ვაშლი და დაჭერით კუბებად, მოასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ.
  4. დარჩენილი ფინიკი დააბლენდერეთ, დაამატეთ თაფლი და დარიჩინი. შეურიეთ დაჭრილ ვაშლს. გამოიღეთ ფორმა და მოხსენით ცელოფანი, მოათავსეთ მასზე შიგთავსი, შედგით კვლავ საყინულეში 40 წუთით.


გემრიელად მიირთვით!