კლემატისების ზამთრისთვის მომზადება!

კლემატისების ზამთრისთვის მომზადება!
მიმდინარე წლის ყლორტებზე მოყვავილე კლემატისებს ოქტომბერში ჭრიან და ლიანისგან დაახლოებით 20-სანტიმეტრიან ყლორტს ტოვებენ მიწის დონიდან. შემდეგ აყრიან მშრალ ტორფს და ახურავენ გადაბრუნებულ ყუთს, ზემოდან კი ნახერხს ან ხმელ ფოთლებს აყრიან 40 სმ-მდე. ზემოდან ცელოფანი ეფარება, გევრდზებზე ნასვრეტებით - გასანიავებლად.

გვიან მოყვავილე ჯიშებში ყვავილობა ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება მიმდინარე წლის ყლორტებზე. ამიტომ, შეგიძლიათ ყლორტები არ შეინარჩუნოთ ზამთრისთვის. ოქტომბრის შუა რიცხვებში აჭრიან ყველა მტევანს მიწიდან 30-60 სანტიმეტრზე. დარჩენილ ნაწილს მიწაში აწვენენ და ზემოდან ხმელ ფოთლებს აყრიან 30-40 სმ-ზე. ადგამენ ხის ყუთს და ფარავენ ცელოფნით. თუნდაც კლემატისი ჯგუფურად იზრდებოდეს, ან ბუჩქი დიდი იყოს, მტევნებს ფოთლებს მოაყრით, გვერდებში აგურს დადგამთ და მასზე ხის საცავს მოათავსებთ, ფოთლები რომ არ დაიპრესოს. საცავს ცელოფნით ფარავენ.