რატომ არის ფიტოთერაპიით მკურნალობა გაცილებით ეფექტური ვიდრე მედიკამენტოზური.

რა თქმა უნდა, ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ უარყოფს მედიკამენტოზურ მკურნალობას და აკადემიურ მედიცინას, მაგრამ ისიც სათქმელია, თანამედროვე ქიმიურ წამლებს იმდენი გვერდითი ეფექტები აქვს, ხშირად ფიტოთერაპიული მკურნალობა გარდაუვალი ხდება.

ფიტოთერაპია სამკურნალო მცენარეებზეა დაფუძნებული, რომლებიც ამგვარ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე:

  • ცვლის მავნე პროდუქტების გამოდევნით წმენდს მას;
  • ახდენს ქოლესტერინის ნორმალიზებას;
  • აწონასწორებს არტერიულ წნევას;
  • აუმჯობესებს ტვინისა და გულის კუნთის სისხლით მომარაგებას;
  • აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას;
  • აწესრიგებს ძილს;
  • ხსნის ნერვულ დაძაბულობას და დაღლილობას;
  • ამაღლებს იმუნიტეტს;
  • აწესრიგებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას;
  • ზრდის ფიზიკურ ძალებსა და ამტანობას;
  • აძლიერებს პოტენციას;
  • აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება;
  • წმენდს სისხლს;
  • აქვს სედატიური და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება.

მცენარეული პრეპარატების სამკურნალო ეფექტს განაპირობებს მათში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:
  • ალკალოიდები ( აქვთ დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, აგრეთვე, შარდმდენი და ამოსახველებელი მოქმედება);

  • გლიკოზიდები (აქვთ მიკრობსაწინააღმდეგო და ამოსახველებელი მოქმედება, ხსნიან როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ დაღლილობას);

  • კუმარინები (ბუნებრივი სპაზმოლიტური და სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებები, მომაკვდინებლად მოქმედებს სოკოზე );

  • ეთერული ზეთები (აქვთ დამამშვიდებელი სპაზმოლიტური, ნაღველმდენი მოქმედება, გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და ანთებსაწინააღმდეგო საშუალება);

  • ფისები ( ჭრილობების შემახორცებელი და მადენზიფიცირებელი მოქმედებისაა );

  • მთრიმლავი ნივთიერებები (ახდენს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებას უშუალოდ ლორწოვან გარსზე );

  • ვიტამინები (არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს ).

ფიტოთერაპიის დროს მკურნალობის ეფექტი 2 - 3 კვირის შემდეგ შეინიშნება, მაგრამ მყარი შედეგი მხოლოდ მცენარეების ხანგრძლივი და რეგულარული (არანაკლებ ნახევარი წლისა ) მიღებით მიიღწევა. ამასთანავე, დაავადების რეციდივების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია სამკურნალო ნაკრებების მიღება წელიწადში ორჯერ ორ - ორი თვით. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ფიტოთერაპიული მკურნალობა სპეციალისტმა უნდა დანიშნოს, რაც თავიდან აგარიდებთ გართულებებს, რომლებიც არც ისე იშვიათია თვითმკუნალობის დროს.