ღვიას ყველა ქვეყანაში და ყველა დროში მკურნალად და ჯანმრთელობის დამცველად თვლიდნენ...

ღვიას  ყველა ქვეყანაში და ყველა დროში  მკურნალად და ჯანმრთელობის  დამცველად  თვლიდნენ...
1 ჰექტარზე გაშენებულ ღვიას შეუძლია ერთი დღე - ღამის განმავლობაში 1 საშუალო სიდიდის ქალაქის ჰაერი გააჯანსაღოს. მას უდიდესი ფიტოციდური თვისებები აქვს. ღვიას ყველა ქვეყანაში და ყველა დროში მკურნალად და ჯანმრთელობის დამცველად თვლიდნენ. ახლაც კახეთში ქვევრს ღვიით რეცხავენ და, თუ რატომ, მისი თვისებებიდან შეიტყობთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ღვიის ნაყოფი
  • სასარგებლოა თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.
  • შეუცვლელია როგორც ანთებსაწინააღმდეგო საშუალება.
  • ღვიის მარცვლებს ჩაის უმატებენ, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი და ანტიბაქტერიულ საშუალებას.
  • ნაყოფს, ასევე უმატებენ მჟავე კომბოსტოს, სოუსებს, ბულიონს და სხვა.

ეთერული ზეთი
  • იმისათვის რომ ენერგეტიკა გაიწმინდოთ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან, ხელისგულები ღვიის ეთერული ზეთით დაიზილეთ.
  • ცუდი ენერგეტიკისგან ბინის გასაწმენდად ოთახებში ღვიის ტოტები დააბოლეთ.

ნახარში
ღვიის ნახარში გარეგანად დერმატიტებისა და ეგზემების დროს ხმარობენ.

ზეთი
ღვიის ზეთს რევმატიზმის, რადიკულიტის, ნევრალგიის დროს იყენებენ. მისი დამზადება იოლია. დანაყული მარცვლები შეურიეთ ნებისმიერ მცენარეულ ზეთს შეფარდებით 1:3 და 10 დღე - ღამე გააჩერეთ. შეგიძლიათ ასეთი ზეთი ინჰალაციისა და მასაჟისთვისაც გამოიყენეთ.

ქერქი
ღვიის ქერქს ბრონქიტისა და ტუბერკულოზის დროს იყენებენ.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის