როგორც კი გაიგებთ, რისგან არის ეს სამკაულები დამზადებული, გაგაჟრიალებთ... ისურვებდით ასეთის ქონას?

სამყაროში არაფერია მარადიული და ადამიანიც გამონაკლისს არ წარმოადგენს. დასავლეთში ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანის ფერფლის ოკეანეზე მოფრქვევა, მაგალითად. ზოგი კი საყვარელი ნათესავის ფერფლს საგულდაგულოდ ინახავს და რელიკვიად გადასცემს თაობიდან თაობას. გასაკვირი არ არის, რომ ვიღაცამ ამ ტრადიციის კიდევ ერთი ვარიანტი გამოიგონა.



შესაძლოა ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ სამკაულების სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც აღემატება ადამიანისას. მაშ, რატომ არ უნდა დავატანოთ საყვარელი ადამიანის ნაწილი სამახსოვრო ნივთში?

გარდაცვლილის ფერფლი



პირველად, ადამიანის ფერფლის არაოდრინალური ხერხით გამოყენების იდეა შვეიცარიული კომპანიის Algordanza მეცნიერებს მოუვიდათ თავში. 2001 წელს გამოუშვეს პირველი ხელოვნური ალმასი გარდაცვლილის ფერფლისგან.



ასეთი ალმასის დატანება შესაძლებელია ბეჭედზე ან კულონზე, თუმცა, ეს იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. ყველაზე პატარა ალმასი 5 000 ევრო ღირს.
კალიფორნიელი მხატვარი მერი კური ამზადებს შუშისა და ფერფლისგან სამკალუებს მძივის სახით. მისი თქმით, ეს ბიზნესზე უფრო, ახლობლებისთვის დახმარების გაწევის სურვილია, რომლებსაც უმძიმთ საყვარელი ადამინების დაკარგვა.



მისი სამკაულები ხელნაკეთია და ძალიან იშვიათად ამზადებს შეკვეთას.



ერთი მძივის დასამზადებლად ნახევარი კოვზი ფერფლი სჭირდება. ყოველი შეკვეთის მიღებისას, გოგონა ახლობლებს გარდაცვლილის ფოტოსა და მასზე მცირე ინფორმაციას სთხოვს. შესაძლოა, ვინმეს ეს მკრეხელობად მოეჩვენოს, მაგრამ შეუძლებელი ამ ქმნილებების სილამაზე არ შეაფასო.





ამით ფერფლთან მოქცევის უცნაური ხერხები არ მთავრდება. ზოგი ითხოვს, რომ უკანასკნელ გზაზე ფოიერვერკებით გააცილონ, ზოგსაც კი ვინილის ფირფიტად სურს გადაქცევა, რომელზეც მისი საყვარელი სიმღერა იქნება ჩაწერილი. შემოვა თუ არა მსგავსი „მოდა“, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს გაცილებით სასიამოვნოდ გამოიყურება, ვიდრე საფლავის ქვა.