მასაჟი კოვზით - გალამაზების ჯადოსნური ხერხი

კანის მოვლა ჩვენს ნამდვილ სილამაზეს ორმაგად წარმოაჩენს. ბუნებაში ყველაფერია იმისათვის, რომ სხეული გამოვკვებოთ, მოვუაროთ და ჩვენი ბუნებრივი სილამაზე უფრო გამოვაჩინოთ.

მასაჟი კოვზით:

ინგრედიენტები:
  • 1 ჭ - ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭ - ცხელი წყალი
  • 1 ცალი სუფრის კოვზი
  • რამდენიმე ქაღალდის ხელსახოცი
  • 1 ჭ - ფორთხოლის წვენი

წვენი პირდაპირ პროცედურის დაწყების წინ დალიეთ, ჯანმრთელობა უსურვეთ საკუთარ თავს და შეუდექით "ჯადოსნობას".

კოვზი ცხელ წყალში ჩაყავით. დარწმუნდით რა, რომ მეტალი გაცხელდა გაწმინდეთ ხელსახოცით და ზეითუნის ზეთში ჩაუშვით. როცა დარწმუნდებით, რომ კოვზი ოდნავ გაგრილდა, მსუბუქი მოძრაობებით, დაწოლის გარეშე დაიწყეთ სახის "დაითოვება" კოვზის გამოზნექილი მხრიდან.
არ არის აუცილებელი მთელი ჭიქა ზეითუნის ზეთის ხმარება. მთავარია, რომ კოვზი კარგად დასველდეს ზეთით. ისიც შეიძლება, რომ ჯერ ზეთი წაისვათ სახეზე და მერე დაიწყოთ პროცედურები კოვზით. ასე თქვენ გაისწორებთ ნაოჭებს კანის დაჭიმვის გარეშე. დაიწყეთ შედარებით წვრილი ნაოჭებიდან.
პირველ დღეს 1 წუთის ხანგრძლივობით ჩაიტარეთ პროცედურა და ყოველდღე თითო წუთით გაზარდეთ.
მასაჟის შემდეგ სახე ხელსახოცით გაიმშრალეთ და დაიდეთ ნიღაბი 15 წუთით.

ნიღაბი
1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 0,5 ჩ/კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ მაგარი ჩაის ნაყენი.
თუ მეორე დილას ალერგიის ნიშნებს შენიშნავთ, პროცედურები შეწყვიტეთ და რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ სცადეთ.
რეგულარული პროცედურებიდან 10 დღის შემდეგ თქვენ სასურველ შედეგს მიაღწევთ, ოღონდ ნაოჭების გასასწორებლად სხვა ნებისმიერი ცხიმშემცველი პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ: იქნება ეს ნაღები, არაჟანი თუ კარაქი. მოკლედ, რაც მაცივარში გაქვთ. იგულისხმება, რომ ყველა პროდუქტი მხოლოდ ნატურალური უნდა იყოს.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: