აი, როგორ უნდა გააოცოთ სტუმრები: ფანტასტიკურად გემრიელი კერძი ჩვეულებრივი ფარშისგან

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა მაცივარში ფარში გვაქვს, არადა კოტლეტები უკვე ყელშია ამოსული? ჩვენ ვიცით, თ როგორ გაგიმრავალფეროვნოთ რაციონი: ფარშისა და ბადრიჯნის რულეტი - საკმაოდ მარტივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ნამდვილი შედევრია.

ინგრედიენტები:

  • 550 გრ ძროხის ხორცის ფარში
  • 3 ბადრიჯანი
  • 150 გრ სულგუნი
  • 50 გრ პარმეზანი
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ პური
  • მარილი, პილპილი, ოხრახუში - გემოვნებით


მომზადება:

  1. შეურიეთ ფარში, კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში, პარმეზანი, დამბალი პური, მარილი და პილპილი.
  2. გარეცხეთ და დაჭერით თხლად, სიგრძეზე ბადრიჯანი. ოდნავ შეწვით ორივე მხრიდან ტაფაზე, ზეთში.
  3. გაცივების შემდეგ მოათავსეთ პერგამენტზე ისე, რომ ფენებისგან მართკუთხედი შექმნათ.
  4. დაჭერით თხლად ყველი. ბადრიჯნებზე მოათავსეთ ფარში და გაათანაბრეთ. დაადევით ყველის ნაჭრები და დაახვიეთ რულეტი საცხობ პერგამენტში.
  5. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.


აი, როგორ უნდა გააოცოთ სტუმრები: ფანტასტიკურად გემრიელი კერძი ჩვეულებრივი ფარშისგან

გემრიელად მიირთვით!