13 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიტანოთ გოგრის ზეთი ყოველდღიურ რაციონში

13 მიზეზი თუ რატომ  უნდა შეიტანოთ გოგრის ზეთი ყოველდღიურ რაციონში
გოგრის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ფოსფოლიპიდებს, B1, B2, C, P, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, უჯერ და პოლიუჯერ ცხიმმჟავებს, აქვს არაჩვეულებრივად კარგი სუნი, შედარებით სქელია.

ფარმაკოლოგიური და კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ გოგრის ზეთი:
  1. აწესრიგებს წინამდებარე ჯირკვლის მოქმედებას და ხელს უშლის ადენომის განვითარებას;

  2. ამაღებს პოტენციას;

  3. სასარგებლოა ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების დროს;

  4. ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას;

  5. იცავს ღვიძლს და აუმჯობესებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;

  6. აქვეთებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

  7. აქვს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება;

  8. აქვს წყლულსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება;

  9. იცავს მზით დამწვრობისგან და აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას;

  10. ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნიტეტს;

  11. აქვს სოკოს საწინააღმდეგო, პარაზიტსაწინააღმდეგო და ანტიჰელმინტური მოქმედება;

  12. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;

  13. ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდის აღდგენის დაჩქარებას.

გოგრის ზეთს ძირითადად სალათების შესაკაზმად იყენებენ. მისი გაცხელება არ შეიძლება: ამ შემთხვევაში ის სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. ის უნდა ინახებოდეს მჭიდროდ თავდახურულ მუქ ბოთლში გრილ ადგილზე.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის