ფოტოგრაფმა ამაზონის ტყეებში ტომი აღმოაჩინა, რომელსაც ცივილიზისაციასთან არასოდეს ჰქონია კონტაქტი

150 წლის წინ გლობუსზე უამრავი თეთრი ლაქა იყო. ბავშვები დიიდ ინტერესით კიტხულობდნენ წიგნებს, სადაც მოგზაურები ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას აღწერდნენ, საზოგადოებას კი წარმოუდგენელ აღმოჩენებზე სიახლეები აოცებდა.



დღეს უწინდებური საიდუმლოებებისგან კვალიც არ დარჩა. მსოფლიოში სულ რამდენიმე კუთხე დარჩა, სადაც ადამიანები შორეულ წარსულში ცხოვრობენ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ადგილი სადღაც ჯუნგლებში ბრაზილიასა და ვენესუელას შორის, სადაც იანომამოს ხალხები ბინადრობს.
მეცნიერების თქმით, იანომამო სხვადასხვა ცალკეული ტომისგან შედგება. უმეტესობა მათგანმა ძალიან კარგად იცის დიდი სამყაროს არსებობის შესახებ და ცივილიზაციასთან კონტაქტი აქვს. მაგრამ იანომამოს შორის არის ისეთი ტომებიც, რომლებიც თავისი კანონებით ცხოვრობს ჯუნგლებში და სხვა ადამიანებთან არავითარი კავშირი არ აქვთ.



ამ სურათებზე ტომი მოჰინჰატეტემის სოფელია ასახული. წარსულში მეცნიერებმა მათი საცხოვრებლების აეროფოტოგადაღება უკვე ჩაატარეს, მაგრამ დაახლოებით 1 წლის წინ ტომი თვალთახედვიდან დაკარგეს. ფოტოგრაფების თქმით, ამ დროის განმავლობაში დასახლება გაიზარდა. დიდი ალბათობით, ტომში როგორც მინიმუმ კიდევ 2 ოჯახი გაჩნდა.



ტომი აქტიურად არიდებს თავს გარესამყაროსთან კონტაქტს, ეს ადამიანები იანომამოს სხვა ტომების მცხოვრებლებთანაც არ ურთიერთობენ. მათი სახლების საჰაერო ტრანსპორტის გამოჩენას მოჰიჰატემა საკმაოდ აგრესიულად შეხვდა. როდესაც ზოგიერთი გაოცებით ათვალიერებდა მფრინავ მანქანას, სხვები იარაღით აშინებდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეაქცია უსაფუძვლო არ არის. უცხოები ინდიელებს უამრავ პრობლემას უქმნიან. საქმე იმაშია, რომ ანომამოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ოქროსმაძიებელი ცდილობს შემოღწევას, რომლებსაც აქ გარიმპეიროსს უწოდებენ.

მთავრობის იმედი არ არის. დაახლოებით 40 წლის წინ გარიმპეიროსს ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენსაც კი უწოდებდნენ. თავად ოქროს მაძიებლები კი სოფლებს წვავენ, ინდიელებს ხოცავენ და ადგილობრივებს სხვადასხვა დაავადებებს „აცნობენ“. გრიპი და ტუბერკულოზი ადგილობრივებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს.



სწორედ ამიტომ არ სურთ ველურ ტომებს ცივილიზაციასთან კონტაქტი.



ამჟამად მოჰიჰატემას ტომის სიტუაცია კონტროლქვეშაა. მკვლევარები არ ცდილობენ მათთან კონტაქტის დამყარებას, საჰაერო დამკვირვებლები კი ოქროს მაძიებლებს უთვალთვალებენ.



თუმცა, თუ იმ ქვეყნების ხელისუფლება, სადაც ტომები ცხოვრობენ, ოქროს მაძიებლების საქმიანობაზე თვალს დახუჭავს, ადრე თუ გვიან, ინდიელების დასახლება განადგურდება. шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: