ყველაზე დიეტური მობრაწულა ყაბაყისა და ყველისგან

ყაბაყი -მარტივი და სასარგებლო ბოსტნეულია. ბევრისთვის ის ზაფხულის, ჯანსაღი კვებისა და გემრიელი კერძების ასოიაციებს იწვევს. გთავაზობთ ყაბაყის მობრაწულას შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ერთდოულად გემრიელიცაა, მსუბუქი და სასარგებლოც. შესანიშნავად ანაყრებს და დიეტურიცაა.

ინგრედიენტები:

  • 2 ყაბაყი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს.კ. კვერცხის გული
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 კონა მწვანილი
  • 3 ს.კ. იოგურტი
  • პილპილი გემოვნებით


მომზადება:


  1. ყაბაყი გარეცხეთ, გაამშრალეთ, დაჭერით წრიულად და მაოთავსეთ საცხობ ფორმაში.
  2. თასში ათქვიფეთ კვერცხი და იოგურტი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი, კარგად მოურიეთ.
  3. მოასხით მასა ყაბაყს, შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  4. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ კარგად არ შეიბრაწება.


გემრიელად მიირთვით!шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: