სკუმბრიის მომზადების ორიგინალური რეცეპტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ!

სკუმბრიის მომზადების ორიგინალური რეცეპტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ!
სკუმბრიის მომზადება იოლია, თევზი მალე იწვება და მისი გასუფთავებაც სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენს რეცეპტში მადისაღმძვრელი სკუმბრია არომატულ სოკოსთან და ღვინის სოუსთან არის წარდგენილი. ამგვარად, კერძი ნოყიერი გამოდის და გარნირიც არ სჭირდება.

ინგრედიენტები:
  • 2 ცალი სკუმბრია
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 20 მლ მშრალი ღვინო
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. გაასუფთავეთ სკუმბრია, გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააწურეთ ლიმონი.
  2. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, შეწვით თევზი ორივე მხრიდან ცოტა ხნით. შემდეგ მოათავსეთ პერგამენტ-დაფენილ საცხობ ფორმაში და შედგით 180 გადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
  3. ტაფაზე დარჩენილ ცხიმში დაამატეთ ფქვილი, 2 ჩ.კ. წყალი, ღვინო, ნახევარი ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი. დაჭრილი სოკო შეწვით ცალკე ტაფაზე, შემდეგ შეურიეთ სოუსში.
  4. შემწვარი სკუმბრია მირითვით სოკოს სოუსთან.