პატარა ეშმაკობა: მცენარეებმა უხვად და ხანგრძლივად რომ იყვავილონ!

დიდი ხანია, თქვენს მცენარეს არ უყვავლია ისევე ლამაზად, როგორც მაღაზიაში? თითქოსდა სასუქს არ აკლებთ, მაგრამ არ გახარებთ უხვი ყვავილობით. ნაცნობი სიტუაციაა, ხომ?

ახლახან დაქალს ვესტუმრე, მისი ყვავილები კი გასაოცრად ჰყვავის. აღმოჩნდა, რომ არსებობს ერთი პატარა ხრიკი, რომლის მეშვეობითაც ყვავილი დიდხანს და ლამაზად ყვავილობს. ეს გახლავთ სპეციალური სასუქი.

უხვი ყვავილობისთვის მებაღეები გვირჩევენ ბუტონიზაციის პერიოდში შევიტანოთ მცენარეში სასუქი. ერთ-ერთი ასეთი სასუქი გახლავთ აბუსალათინის ზეთი, რომლის წყალობითაც, უხვი და ლამაზი ყვავილობის გარდა, ყვავილის თავები უფრო დიდი და ღრმა შეფერილობის ხდება.

მომზადება:

1 ლიტრიან ბოთლში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის დაყენებული წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.
აბუსალათინის ზეთი ბოლომდე უნდა გაიხსნას წყალში, ყვავილის ძირები რომ არ დაწვას. შენჯღრევის შემდეგ, სანამ ზეთი არ ამოტივტივდა, მორწყით ყვავილები.

თუ მცენარე წელიწადში ერთხელ ყვავილობს, საკმარისია სასუქის ერთხელ შეტანა. თუ მუდმივად ყვავილობს - შეგიძლიათ თვეში ერთხელ გაიმეოროთ ეს პროცედურა.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა