გლოქსინიას დაკალმება: 1 ფოთოლი - 7 ახალი ყვავილი

გლოქსინიას დაკალმება: 1 ფოთოლი - 7 ახალი ყვავილი
ახლახან, ერთი ცნობილი მეყვავილის რჩევა აღმოვაჩინე, თუ როგორ დავაკალმოთ გლოქსინია. დავინტერესდი, ვცადე და აი შედეგიც: ერთი ფოთლიდან 7 მცენარე გამოვიდა.

ფოთოლზე რამდენიმე განივი ჭრილი უნდა გაკეთდეს, დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი დაშორებებით. გრუნტი - ტენიანი, მაგრამ არა სველი. ოდნავ ჩააჭირეთ ფოთლის ცენტრალური ღერო გრუნტში, შექმენით სათბური (საკვების კონტეინერი იდეალურია).

შემდეგ კი ყოველდღე დააკვირდით, გაანიავეთ ცოტა ხნით, თუ გრუნტი ტენიანია, მორწყვა არ სჭირდება.

დარგული ფოთლიდან 7 ჯანსაღი „შვილი“ გამოვიდა, ფოთლის ქვეშ კიდევ რამდენიმე ვითარდება. ადრე მხოლოდ იებით ვიყავი დაკავებული, ახლა ამ გლოქსინიათი ვარ აღტაცებული!