როგორ გამოვაცხოთ კარტოფილი არაბანალურად: ელემენტარული რეცეპტი ამ ბოსტნეულის მოყვარულთათვის

როგორ გამოვაცხოთ კარტოფილი არაბანალურად: ელემენტარული რეცეპტი ამ ბოსტნეულის მოყვარულთათვის
კარტოფილი - ყველაზე გავრცელებული გარნირია, რომელიც ფაქიურად ყველა ხორცის კერძს უხდება. ის მუდამ გემრიელი გამოდის, როგორც არ უნდა მოამზადო. მაგრამ ხანდახან სურვილი გიჩნდება, რაიმე უფრო საინტერესო დააგემოვნო, ვიდრე უბრალო პიურე ან შემწვარი კარტოფილი. სწორედ ამიტომ, გტავაზობთ გამომცხვარი კარტოფილის შესანიშნავ რეცეპტს. ასეთი კერძი სადღესასწაულო წვეულებისთვისაც შესანიშნავია.

ინგრედიენტები:

  • 2 კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. იოგურტი
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 10 გრ კამა
  • 10 გრ მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ კარტოფილი, წაუსვით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ 40-50 წუთით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ, მაგრამ ღუმელი არ გამორთოთ.
  2. გაჭერით ცხელი კარტოფილი შუაზე. კოვზით ამოაცალეთ რბილობი და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში.
  3. დაამატეთ რბილობს კვერცხი, იოგურტი ან არაჟანი, 35 გრ გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვარი მასის მღებამდე.
  4. კარტოფილი დატენეთ მიღებული მასით მოაყარეთ დარჩენილი ყვეი და მოათავსეთ ღუმელში 10-15 წუთით.


გემრიელად მიირთვით!