ერიდეთ ტანსაცმლის მსგავს შეხამებებს, რათა სასაცილოდ არ გამოიყურებოდეთ!

შეუხამებელის შეხამების ცოდნა - განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც ყოველ ქალს არ აქვს. მას შეიძლება იაჩნდეს, რომ მოდურად გამოყურება და არც კი ეჭვობს, რომ მისი იერსახე ცოტა არი იყოს, სულელურია.

ჩვენ მოგითხრობთ, როგორ აირიდოთ წარუმატებელი შეხამებები ტანსაცმლის შერჩევისას.



ქვედაბოლო-ფანქარი და მაღალყელიანი ჩექმები. ასეთი შეხამება გამხდარსაც არ უხდება, ფუმფულებს კი საერთოდ „კასრად“ აქცევს. მსუბუქი და ელეგანტური იმიჯის შესაქმნელად, ერიდეთ მსგავს კომბინაციას.



ტყავის ქურთუკი, ტყავის შარვალი, ტყავის ჩექმა. კარგია, თუ ბაიკერის გოგონა ხარ, ან თემატურ წვეულებაზე მიდიხარ. სხვა შემთხვევაში - დაივიწყეთ!



ბერეტი და სპორტული „დუტის“ ქურთუკი. ბერეტი - პალტოსთან, ქურთუკთან - შესაფერისი სხვა ქუდი - დაიმახსოვრეთ!



სპორტული შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. შეიძლება ეს პოდიუმზე კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ არა ქუჩაში.



მოკლე ტოპი და ელასტიკები. ელასტიკები ძალიან მოხერხებული რამ არის, მაგრამ უმჯობესია, რაიიმე გრძელი ზედა შეარჩიოთ მასთან.



ორიოვერსაიზ ნივთი ერთ შეხამებაში - სრულიად დაუშვებელია. მსგავს სამოსში რაღაც წარმოუდგენლად უფორმო არსებას ემსგავსები.



ერთი ფერის ქუდი, ხელთათმანი, შარფი. ერთ დროს ეს მოდის პიკის მაჩვენებელი იყო, ახლა კი სასაცილოდ გამოიყურება. უამრავი საინტერესო მოდელი და ფერია, რომელთა შეხამება შეგიძლიათ.



დაბალწელიანი ჯინსები და მოკლე ტოპი. ეს მოდაში 2000-იან წლებში იყო, ახლა ვულგარულად გამოიყურება.



გამჭვირვალე კოლჰოტები ზამთარში თბილ ქურთუკთან შეხამებაში - ზამთრის ყველაზე წარუმატებელი შეხამებაა.



კოლჰოტები და ღია ფეხსაცმელი, განსაკუთრებით, როცა ფრჩხილის წითელი ლაქი ჩანს - დაივიწყეთ!