შესამჩნევი მოქმედება! ამ შინაური ნიღბის წასმა კვირაში 3-ჯერ დავიწყე...

შესამჩნევი მოქმედება! ამ შინაური ნიღბის წასმა კვირაში 3-ჯერ დავიწყე...
კანის ნებისმიერი პრობლემის ძირითადი მიზეზი - დატენიანების უკმარისობაა. ასეთი კანი ავადდება, სწრაფად ბერდება, კარგავს ტონუსს, იფარება ნაოჭებით.
კანის ნებისმიერი დეფექტის დაფარვა შეიძლება დატენიანების გზით. დაიწყეთ სახის დილით დაბანვით. მშრალი კანი დაიბანეთ თბილი რძით.

კომბინირებული და ცხიმიანი - კეფირით. ნუ გაივლებთ წყალს, უბრალოდ შეიმშრალეთ ხელსახოცით.



რძის პროდუქტები აღიავებს კანს, აცილებს ლაქებს, ყველაფერი კი რძის მჟავის წყალობით.

დამატენიანებელი ნიღაბი შინაურ პირობებში



პირველი ნიღაბი, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი დახმარებაა. თუ კანი ცუდ მდგომარეობაშია, დაგეხმარებათ მდოგვი. ეს გახლავთ საშუალება ყოველი უჯრედის განსაახლებლად, კანის გასაღიავებლად და დასატენიანებლად. მდოგვში შემავალი ვიტამინები დადებითად ზემოქმედებს ნებისმიერი ასაკის ქალის კანზე.

საჭირო მასალა

  • 1 ჩ.კ. თბილი წყალი
  • 2 ჩ.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი


მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ინგრედიენტები სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე.
  2. 15 წუთში დაიბანეთ სახე თბილი წყლით.


ვაშლისა და სტაფილოს დამატენიანებელი ნიღაბი



ხილის მჟავები მომენტალურად ზემოქმედებს კანზე და სალონურ პროცედურებზე არანაკლებ ეფექტურია, თანაც ხელმისაწვდომი. ეს ნიღაბი დაატენიანებს კანს და გააუმჯობესებს კანის ფერს.

საჭირო მასალა

  • ნახევარი უმი სტაფილო
  • ნახევარი უმი ვაშლი


გამოყენება


გახეხეთ გათლილი ვაშლი და სტაფილო, შეურიეთ, წაისვით კანზე 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

ხაჭოსა და რძის დამატენიანებელი ნიღაბი




ეს ნიღაბი შესანიშნავია დამჭკნარი კანისთვის. უმჯბესია, ცხიმიანი ხაჭო გამოიყენოთ. თუ ალოეს წვენი არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ წყლისა და ლიმონის წვენის ნაზავით.

ინგრედიენტები:
  • 3 ს.კ. ხაჭო
  • ცოტაოდენი რძე
  • ცოტაოდენი ალოე ვერას წვენი


გამოყენება

  1. შეურიეთ ხაჭო და რძე, წაისვით სუფთა კანზე.
  2. ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ მოისვით სახეზე ალოე ვერას წვენი, ეს გახლავთ შესანიშნავი მატონიზირებელი.