მაჩიტა: ცოტა რამ ულამაზესი ყვავილის შესახებ

მაჩიტა - ტრადიციულად მიიჩნევა ბაღის მცენარედ, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხანია, დაბალი და კომპაქტური მრავალწლიანი მაჩიტა, რომელიც ღია გრუნტისთვისაა განკუთვნილი, ოთახის მეყვავილეობაში პოზიციებს ამყარებს. „მოშინაურებულ“ ჯიშებს მიეკუთვნება კარპატული მაჩიტას რამდენიმე ჯიში, მაგალითად, Thorpedo იასამნისფერი ყვავილებით, ასევე მისი თეთრყვავილიანი ფორმა Alba.



ეს სიახლეები ჰიბრიდული მაჩიტას С. х haylodgensis ცისფერსა და თეთრ ფორმებს წარმოადგენენ ( ჯიშები Blue Wonder და White Wonder), რომლებიც C.carpaticax და C.cochlearifolia ჯიშების შეჯვარებით მიიღეს.

მაჩიტა: ცოტა რამ ულამაზესი ყვავილის შესახებ

ფაქტობრივად ყველა მაჩიტა, რომელიც ყვავილების მაღაზიაში ხვდება, დამუშავებულია რეტარდანტებით - ნივთერებით, რომელიც ანელებს ზრდის პროცესს. შედეგად, მცენარეს კომპაქტური, მოკლეყლორტიანი იერსახე აქვს და „ქუდის“ ფორმის სახით ჰყვავის. ნივთიერებების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვეულ ფორმას უბრუნდება და უფრო გაშლილი ხდება.



ასეთი მცენარეები შესანიშნავად გამოიყურება დაკიდულ კაშპოებში. ძალიან უხვად ჰყვავის. ცალკეული ყვავილები 5-7 დღე ძლებს, მთლიანობაში, ყვავილობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია - ივნისიდან აგვისტომდე. მომჭკნარი ყვავილები და ყლორტები უნდა მოაცილოთ, ეს ასტიმულირებს ახალი კვირტების წარმოშობას და ახანგრძლივებს ყვავილობის პერიოდს.