დიეტური სალათი „მიმოზა“: გემრიელია, თანაც მოხდენილ სხეულს საფრთხე არ ემუქრება!

დიეტური სალათი „მიმოზა“: გემრიელია, თანაც მოხდენილ სხეულს საფრთხე არ ემუქრება!
სალათმა „მიმოზა“ მარტივი მომზადებისა და ხელმისაწვდომი ინგრედიენტების წყალობით, დამსახურებული ადგილი დაიკავა სადღესასწაულო და ყოველდღიურ სუფრებზე. თუმცა, გოგონებს აშინებთ მისი მაღალკალორიულობა. არ ღირს, უარი თქვათ საყვარელ სალათზე, უბრალოდ ჩაანაცვლეთ ზოგიერთი ინგრედიენტი!

ინგრედიენტები:


  1. 250 გრ დაკონსერვებული თინუსი
  2. 5 კვერცხი
  3. 150 გრ უცხიმო ყველი
  4. 1 ხახვი
  5. 1 სტაფილო
  6. 100 გრ იოგურტი


მომზადება:


  1. მოხარშეთ კვერცხი და სტაფილო.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი, დაასხით მდუთარე წყალი სიმწარის მოსახსნელად.
  3. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გახეხეთ ცალ-ცალკე, ასევე სტაფილო და ყველიც.
  4. ჩანგლით დაჭყლიტეთ თინუსი.
  5. ფენები დაალაგეთ მორიგეობით, როგორც მოისურვებთ. მაგალით 2/3 ცილა, ნახევარი სტაფილო, ხახვი, თევზი, მეორე ნაწილი სტაფილო, დარჩენილი ცილა და გული.
  6. ყოველ ფენას წაუსვით იოგურტი. ნახევარი ბოლოს წინა ფენისთვის დაგჭირდებათ.
  7. მოათავსეთ მზა სალათი მაცივარში 30 წუთით.


გემრიელად მიირთვით!