აი, როგორ მალავნ ემოციებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენლები

გთავაზობთ გაიგოთ ყოველი ზოდიაქოს ნიშნის რეაქცია ცხოვრებისეულ პრობლემებზე. ეს დაგეხმარებათ, შეხედოთ საკუთარს სხვა კუთხით და გამოიტანოთ დასკვნა. ამის წყალობით, თუ მოინდომებთ, უკეთესი და უფრო ძლიერი გახდებით.

ვერძი


თამამად იცავთ საკუთარ პოზიციას, არ მალავთ ემოციას იმ პირობით, თუ ამგვარად თქვენი სისუსტე არ გამოვლინდება. როდესაც განაწყენებული ხართ, ბრაზობთ, მაგრამ არ ავლენთ თქვენს გრძნობებს.

კურო

საგულდაგულოდ მალავთ ემოციებს, სანამ ძალიან ცუდად არ გახდებით და უკვე თავის შეკავება შეუძლებელია. არ უთმობთ დროს თვითანალიზს, ამჯობინებთ, დინებას მიჰყვეთ. არ უშლით სხვებს გულს, რათა შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.

ტყუპები

ტყუპები სოცალური არსებები არიან. მუდამ მზად არიან დასახმარებლად. არასოდეს მალავენ ემოციებს. თუ ვერ გამოთქვამენ გულის ნადებს, საკუთარ თავში იკეტებიან და დეპრესიაში ვარდებიან.

კირჩხიბი


ხშირად, არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ დაგროვილ ემოციებს. როცა განაწყენებული არიან, უკიდურესობებში ვარდებიან: ან საკუთარ თავს მეტისმეტად ახვევენ სხვებს, ან საერთოდაც იკეტებიან ყველასგან დროებით. რთულია გამოიცნო, რას მოიმოქმედებს კირჩხიბი, მაგრამ მას ძალიან მოსწონს, როცა ეხუტებიანდ ა ანუგეშებენ.

ლომი

ძალიან მგზნებარეა და არ მალავს გრძნობებს. ხანდახან მეტისმეტი ემოციურობა სხვებს აწუხებს. მხოლოდ საკუთარი ემოციები ადარდებს. სხვებისთვის თითქოს კარგი უნდა, მაგრამ ხშირად არ გამოსდის.

ქალწული

ქალწული პრაგმატულია და იშვიათად ავლენს გრძნობებს. როდესაც თავს ცუდად გრძნობს, განმარტოებას ამჯობინებს, საყვარელ კაფეში ან სახლში. ცდილობს გაუმკლავდეს ემოციებს და თავადვე იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის გზები.

სასწორი

სასწორის მიზანია ბალანსის დაცვა. ხშირად მალავს ემოციებს, რათა ახლობლები არ ანერვიულოს. მაგრამ თუ დაგროვილ ემოციებს გარეთ გამოუშვებს, ეს საგრძნობლად ავნებს გარშემომყოფებს.

მორიელი


ხშირად ეცვლება ხასიათი და ვერ უმკლავდება გრძნობებს. მორიელის ემოციებმა შეიძლება გზად ყველაფერი წალეკოს. ამ დროს, უმჯობესია მას ერიდოთ, რათა მისი პროვოცირება არ მოახდინოთ, ამან შეიძლება მძიმე შედეგები გამოიღოს.

მშვილდოსანი


მგზნებარე პიროვნებაა, მაგრამ გრძნობებს არ ავლენს. სიმშვიდის ნიღბის მიღმა შეიძლება ძლიერი დეპრესია იმალებოდეს. თუ მას გააბრაზებთ,, აფეთქდება, მაგრამ თავადვე გამოასწორებს მდგომარეობას.

თხის რქა


ანალიზისკენ არის მიდრეკილი, პრაქტიკულია. თხის რქას შეიძლება ცივი ეწოდოს, რადგან არ უყვარს ემოციების გამოხატვა. მასთან სიფრთხილე გმართებთ: მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს დამალოს გრძნობები, თუ იფეთქა - მტრისას!

მერწყული


რთულია იმ ღრმა ემოციების გაგება, რომლებსაც მერწყული განიცდის, რადგან მან არ იცის, როგორ გამოხატოს. ცდილობს ნამდვილი გრძნობებისგან სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება, მაგრამ არ გამოსდის. როცა თავს ცუდად გრძნობს, დროს მეგობრებთან ატარებს.

თევზები


თევზებს ოცნება უყვართ, მაგრამ ხშირად ზედმეტი მოსდით. ხშირად უნდა გავიდნენ ხალხში, დაკავდნენ რაიმეთი, რათა ყურადღება გადაიტანონ. დეპრესია, მოწყენილობა, შფოთვა, ხშირად იპყრობს მის ფაქიზ ნატურას. ამ შემთხვევაში ხსნა შემოქმედებაში უნდა ჰპოვოს.