რომელი ყვავილების დათესვა არის შესაძლებელი ზამთრის დადგომამდე

ზამთრის დადგომამდე დათესილი ყვავილები გამოირჩევა კარგი ზრდით, გამძლეობით ავადმყოფობებისა და ამინდების მიმართ. ასევე, ამ დროს დათესვით, დროს ითავისუფლებთ, დრო კი, როგორც ცნობილია, საკმარისი არასდროსაა.

ყვავილები, რომლებიც შეგიძლიათ შემოდგომაზე დათესოთ:

ერთწლიანები: ღიღილო, ყაყაჩო, ჩინური ასტრა, ჩინური მიხაკი, გოდეცია, ფლოქსი დრუმონდა, ქრიზანთემა, ხავერდა, რეზედა, კოსმეა, ამარანტი, დელფინიუმი, მატიოლა, სამკურნალო კალენდულა, ზღვის ლობულარია, ძაღლიპირა.

ორწლიანები: ღიღილო, თურქული მიხაკი, ვიოლა, ზიზილა.

მრავალწლიანები: მიხაკი, შროშანი, გიფსოფილა, დელფინუმი, აღმოსავლური ყაყაჩო, რუდბეკია, მაჩიტა, ფურისულა, ასტრა, აკვილეგია, დიცენტრა.