ვაშლის ფაფუკი პეროგი ხაჭოს ცომით: ყოველი ნაჭერი ცალკე ნამცხვარივითაა

ვაშლის ფაფუკი პეროგი ხაჭოს ცომით: ყოველი ნაჭერი ცალკე ნამცხვარივითაა
როდესაც ვაშლის პეროგს ახსენებენ, ხშირად შარლოტკას გულისხმობენ. უდავოდ, ტრადიციული პეროგი ძალიან გემრიელია, მაგრამ მძიმე. ჩვენ კი წარმოგიდგენთ საოცარი პეროგის რეცეპტს, რომელსაც ცოტა ცომი და ბევრი სასარგებლო შიგთავსი სჭირდება.

ინგრედიენტები:


  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ ხაჭო
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 10 გრ ვანილი
  • 6 ვაშლი
  • 12 ალუბალი
  • 1 კვერცხის გული
  • დარიჩინი გემოვნებით


მომზადება:

  1. დაალბეთ კარაქი და ათქვიფეთ შაქართან, შეურიეთ ხაჭო. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და შეურიეთ კარაქის მასას. მოზილეთ ცომი, დააფარეთ ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
  2. გათალეთ ვაშლი, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკები და მათ ნაცვლად ჩადევით უკურკო ალუბალი.
  3. ცივი ცომი გაყავით 2 ნაწილად, ერთი გააბრტყელეთ, მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში. დაადეთ ვაშლი ჭრილით დაბლა, მოაყარეთ დარიჩინი. გააბრტყელეთ მეორე ნაწილი და დააფარეთ ვაშლებს, მოუჭირეთ ბოლოები, წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრი.