დაირეგულირეთ მაღალი არტერიული წნევა სწრაფადმოქმედი საშუალებებით

დაირეგულირეთ მაღალი არტერიული წნევა სწრაფადმოქმედი საშუალებებით
ჰიპერტონიული დაავადება - ეს არტერიული წნევის ხანგრძლივი მომატებაა, რომელიც არაა განპირობებული სხვადასხვა ორგანოებში ორგანული ცვლილებებით. ორგანოებში ორგანული დაზიანებების დროს ჰიპერტონია ატარებს მხოლოდ მეორად ხასიათს.
დაავადების წარმოშობის მიზეზებს მიეკუთვნება ისეთი არახელსაყრელი ფაქტორები, როგორიცაა ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა, ხშირი სტრესული მდგომარეობები.
ჰიპერტონიული დაავადების დროს ზიანდება ყველა ძირითადი ორგანო - გული, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი.

მკურნალობა:
  • ჰიპერტონიული დაავადების დროს შევურიოთ ერთმანეთს თითო ჭიქა წითელი მოცხარის წვენი, თაფლი, პირშუშხას წვენი, 1 ლიმონის წვენი და მივიღოთ თოთო ს/კ 3- ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ ადრე ან ჭამიდან 2 -3 საათის შემდეგ. ეს ნარევი უნდა შევინახოთ კარგად დახურულ მინის ჭურჭელში, გრილ ადგილას. დაავადების დასაწყის სტადიაზე ეს საშუალებები იძლევა კარგ შედეგს.

  • ჰიპერტონიის დროს მივიღოთ კრაზანას ნაყენი ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 -ჯერ დღეში.

  • ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ 1 ჭიქა დაქუცმაცებულ ნიორს ვასხამთ 0,5 ლ არაყს, დავაყენებთ არანაკლებ 2 კვირისა ბნელ და თბილ ადგილას და ვიღებთ თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში.

  • რომ შევინარჩუნოთ ნორმალური სისხლის წნევა, მივიღოთ 3 - ჯერ დღეში ნახევარ - ნახევარი ჭიქა ჩაის სოკო.

  • ჰიპერტონული დაავადების დროს რეკომენდებულია მივიღოთ ახალი, ორთქლში ჩათუთქული, დასრესილი და თაფლთან შერეული ძახველი. ნარევი, უკეთ შეთვისებისათვის, საჭიროა წყალთან განვაზაოთ. გულის მიდამოში ტკივილების დროს კარგია ვსვათ ძახველის კენკრის ნაყენი: 2 ს/კ კენკრა მოვსრისოთ როდინში, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, შევფუთოთ და დავაყენოთ 4 სთ. მივიღოთ 3 -4 ჭიქა დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე, 3 -4 კვირის განმავლობაში.

  • ჰიპერტონიის დროს: შევურიოთ თანაბარი რაოდენობით შავბალახა, ჭაობის ბერულა, კუნელის ყვავილები და თითო წილის ნახევარი თეთრი ფითრი. დავასხათ 1 ლ მდუღარე 1 ჭიქა ამ ნაკრებს, შევფუთოთ, დავაყენოთ 4 სთ, გავწუროთ. ვსვათ თითო ს/კ ( შეიძლება 1/3 ჭიქამდე )3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე, 3 - 4 კვირის განმავლობაში.

  • არტერიული წნევის დასაქვეითებლად დავასველოთ 5 - 6 % - იან ძმარში ( ვაშლის ან ჩვეულებრივი ) ნაჭერი და დავიდოთ იგი ტერფებზე 5 - 10 წთ - ით, დავაკვირდეთ წნევის ნორმალიზებას.

  • ჰიპერტონული დაავადების დასაწყის სტადიაზე: გავხეხოთ კანიანად 1 ლიმონი ან ფორთოხალი, შევურით შაქარი. მივიღოთ თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, 2 -3 კვირის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი