1 მუჭი ჩიას თესლი სავსებით საკმარისია, რათა მთელი დღის განმავლობაში სინაყრის განცდა დაგვეუფლოს. ასე თქვენ აღარ მოგიწევთ საკუთარი თავის მკაცრი დიეტებით დატანჯვა

1 მუჭი ჩიას თესლი სავსებით საკმარისია, რათა მთელი დღის განმავლობაში სინაყრის განცდა დაგვეუფლოს. ასე თქვენ აღარ მოგიწევთ საკუთარი თავის მკაცრი დიეტებით დატანჯვა
ის, ვისაც ჩიას სასარგებლო თვისებების შესახებ იცი, არასოდეს იტყვის უარს ამ სუპერპროდუქტზე. ჩიას თესლი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მათში, ვისაც წონაში დაკლება სურს, რადგან თესლი რამდენჯერმე (დაახლოებით 12-ჯერ) იზრდება ზომაში სითხეში ან კუჭში მოხვედრისას: ჭამ 1 კოვზ თესლს და დანაყრების გრძნობა ისეთივეა, როგორც ერთი თეფში ფაფისგან. კაორიების მოხმარება საკმაოდ მცირდება, უმჯობესდება ნაწლავური პერისტალტიკა, ორგანზმი კი აქტიურად იწმინდება.



ჩიას სასარგებლო თვისებები

ჩიას სასარგებლო თვისებები მხოლოდ წნაში კლებას არ უკავშირდება. მდიდარი შემადგენლობის წყალობით, მისი მიღება სასარგებლოა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, დიდი ფიზიკური დატვირთვისას, ქალებისთვის მენოპაუზის დროს.

  1. ეს გახლავთ ანტიოქსიდანტების მდიდარი წყარო. ეს კი, როგორც ცნობილია, მთავარი დამხმარეა ონკოდაავადებების პროფილაქტიკისთვის.
  2. ჩია სხვა პროდუქტებზე ბევრად მეტ კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმსა და უჯრედისს შეიცავს. ენერგია და ძალა ხელოვნური დანამატების გარეშე!
  3. ჩია იდეალური დანამატია ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვინც მარხვას იცავს. ის 20% სრულფასოვან ცილებს შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია ცხოველური პროდუქტებისგან თავშეკავების დროს.
  4. ომეგა-3 და ომეგა-6 მჟავები შეუცვლელია ტვინისა და გულ-სისხლძაღვთა სისტემის მუშაობისთვის, რასაც ჩიას თესლი სრულად უზრუნველჰყოფს.
  5. ჩიას ყოველდღიური მიღება ათხელებს სისხლს, არეგულირებს შაქრის დონეს, ასტაბილურებს წნევას.




ჩიას თესლისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, საჭიროა მისი სწორად მოხმარება. ჩიას თესლის რბილი, ნეიტრალური გემო საშუალებას იძლევა, დაუმატოთ პრაქტიკულად ყველა კერძსა და სასმელს: ფაფებს, რაგუს, სალათებს, სუპებს, სოუსებს, იოგურტებს, კეფირს, სმუზის, მათ აყრიან ცომეულს. გამოყენებამდე, ჩიას თესლი უნდა ჩალბოთ იოგურტში, კეფირში, წვენში, რძეში ან წყალში მინიმუმ 10 წუთით ან მთელი ღამით.
დამატებითი ინფორმაცია (1)
admin თარითი:23 აგვისტო 2017 17:31
მცენარე ჩია

მცენარე ჩია
(ესპანური სალბი) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე ცენტრალური ამერიკიდან, მიეკუთნება სალბის სახეობას.

ჩიას თესლები წარმოადგენენ საკვებ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რომელიც შემოწმებულია ათასი წლების განმავლობაში – რადგან ჩია წარმოადგენდა ლეგენდარული მაიას ტომის თითქმის ერთადერთ საკვებს, მოგვიანებით კი – აცტეკების და ინკების.


5 მიზეზი ჩიას თესლების რეგულარული მოხმარებისთვის:

ჩიას თესლები – წარმოადგენს ანტიოქსიდანტების შესანიშნავ წყაროს, აქ მათი კონცენტრაცია უფრო მეტია, ვიდრე მოცვში და მაყვალში. ნატურალური ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავენ ჩიას თესლები,წარმატებულად აფერეხებენ ორგანიზმის უჯრედების დაბერებას და დაზიანებებს, და, შესაბამისად, დაავადებების წარმოშობას.
ჩიას თესლები ეხმარება წონის დაკლებაში. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ეს პატარა თესლები 12 ჯერ უფრო მეტ წონას იწოვენ წყალში ან კუჭში შერევისას. ასეთი თვისება მცენარეული სამყაროს არც ერთ სხვა წარმომადგენელს არ გააჩნია! წყლის შეწოვის და შენარჩუნების უნარი ხელს უწყობს მთლიანი ორგნიზმის ჰიდრატაციას, განსაკუთრებულად ფიზიკური დატვირთვის დროს. სითხის შეკავება უზრუნველყოფს ნორმალურ განაწილებას და ელექტროლიტების გადასვლას უჯრედების მემბრანების გავლით, და ეს ხელს უწყობს ბალანსს და უჯრედების ეფექტურ ფუნქციონირებას.

მარტივად რომ ვთქვათ, ის გაძლევთ დანაყრების გრძნობას, და გარიდებთ ზედმეტი კალორიებისაგან, და ასევე ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის სწორ მუშაობას.

ჩიას თესლების 30-40 წუთით წყალში ჩალბობისას ხდება ერთგვაროვანი მასა, ჟელატინის ან გელის მსგავსი, იმის გამო, რომ შეიცავ ნაზ, რბილს და კარგად ხსნად საკვები ბოჭკოების მაღალ დონეს. როდესაც ეს გელი ხვდება კუჭში ქმნის ბარიერს საკვები ფერმენტების და ნახშირწყლებს შორის, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლების ნელ გადასვლას შაქარში, და ეს საშუალებას აძლევს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს შაქრის დაბალი დონე ორგანიზმში და, ასევე, დიდხანს შეინარჩუნოს სიმაძღრის გრძნობა. არ არის საჭირო იმის თქმა, თუ რა მნიშვნელოვანია ეს დიაბეტის კონტროლის დროს. ნახშირწყლების ნელი გადასვლა ასტაბილურებს ნივთიერებათა ცვლას და ეხმარება შეინარჩუნოს როგორც უჯრედების სტრუქტურების მაღალი ენერგეტიკული დონე, ასევე ორგანიზმი მთლიანობაში .

ჩიას თესლებში კალციუმი 5 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რძეში, ცილა ორჯერ უფრო ემტია, ვიდრე სხვა თესლებში და მარცვლეულებში, ორჯერ უფრო მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში და ა.შ. ანუ, ენერგია უფრო ბევრი გექნებათ, ძალა – მეტი, ვიდრე ოდესმე გქონიათ, ტვინის მუშაობა გაუმჯობესდება, როგორც ჯანმრთელობა მთლიანობაში.

ცილის შემცველობა აღწევს 19-23% თესლების წონას, ამასთან ერთად — მაღალხარისხიანი მცენარეული ცილა. შედარებისათვის: ხორბალი და სიმინდი შეიცავენ ცილის 14%, ბრინჯი – 8,5%, შვრია – 15,3%, ქერი – 9,2%, ამარანტი – 14,8%.

100 გრ ჩიას თესლები შეიცავს 870 მგ კალციუმს (60-80% დღიური ნორმის, დამოკიდებულია ასაკზე და ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე), მაშინ როდესაც რძეში –125 მგ ნაკლებია (10-15% დღიური ნორმის). კალციუმი ჩიიდან, რძის კალციუმისან განსხვავებით, სრულყოფილად ითვისება ორგანიზმით ჩიის თესლებში ბორის შემცველობის გამო, რომელიც მოქმედებს როგორც კატალიზატორი კალციუმის შეწოვისას და შეთვისებისას.

ფოსფორის შემცველობა 150 მგ, 100% დღიური ნორმის – საჭიროა ნერვული სისტემის, მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;

კალიუმის შემცველობა – 700-900 მგ, 40% დღიური ნორმის – ხელს უშლის კუნთურ სპაზმებს, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და სტაბილიზაციას;

მაგნიუმის შემცველობა – 400-460 მგ, 100% დღიური ნორმის – აუმჯობესებს კალციუმის და კალიუმის შეთვისებადობას, ზრდის ენერგიულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის;

თუთია, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, მოლიბდენი და ბევრი სხვა, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ კომპონენტებს ფერმენტების, ჰორმონების და ენდოკრინული სისტემის ფორმირებისთვის.

ჩია არის ყველაზე ხარისხიანი მცენარეული წყარო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მჟავის ომეგა-3. ომეგა-3 შემცველობის პროცენტი ჩიას ზეთში აღწევს 64%. შედარებისთვის: მზესუმზირის ზეთში ომეგა-3 შემცველობა 0,3%, ზეითუნის ზეთში – 1,5%, ზოგიერთ ზღვის წყალმცენარეში – 40%-მდე. ომეგა-3 ცხიმმჟავები ძალიან მნიშვნელოვანია გულისთვის და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.
ჩიას თესლები ეხმარებიან წნევის დაწევაში და ახდენენ სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ჩიას თესლების მოხმარება საკვებში საკმაოდ სწრაფად ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, რაც, თავის მხვრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლერზული ბალთების ფორმირებას სისხლძარღვებში, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას (განსაკუთრებით ჰიპერტონიკებისთვის), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და მათ გართულებებს.

თავისი უნიკალური თვისებების წყალობით ჩია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქსოვილების განვითარებას და რეგენერაციას ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ბავშვის ზრდის და განვითარების დროს, ხელს უწყობს სრულყოფილ აღდგენას მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ამავე მიზეზით ჩია ეხმარება რეაბილიტაციაში და აღდგენაში სპორტმესნებს და კულტურისტებს, აუმჯობესებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის აპარატს, ხსნის ტკივილსა და ანთებას კუნტებში და სახსრებში, საბოლოო ჯამში ამცირებს აღდგენითიპროცსების დროს და ზრდის სპორტსმენების ფიზიკური შესაძლებლობების დონეს.

დასკვნა: არ არის მნიშვნელოვანი, ხარივით ჯანმრთელი ხართ, დიაბეტით დაავადებული თუ უბრალოდ გახდომა გსურთ – ჩიას თესლები ყველასთვის სასარგებლოა – დაამატეთ ისინი სალათებსა და სხვა კერძებში.

არ არის გასაკვირი, რომ ყველა თვალსაზრისით ასეთი ძვირფასი მცენარე უძველეს მსოფლიოში საკულტო იყო. ითვლებოდა, რომ ჩიას თესლებს აქვთ ზებუნებრივი თვისებები. მეომარი-აცტეკები, გრძელი ლაშქრობისას, აგდებდნენ თავის ბარგს, მაგრამ ტოვბდნენ ჩიას თესლებს, რომლებიც აძლევდა მათ ძალას და გამძლეობას. მოხუცები ფქვავდნენ ჩიას, ხარშავდნენ თესლებს, წურავდნენ ზეთს, პრაქტიკულად გადადიოდნენ სრულ კვებაზე ამ პროდუქტით და ბევრად დდხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე მათი ევროპელი თანამედროვენი.

შენიშვნა

თესლების ყოველდღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 15 გრ (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი).

მოხმარების წესი: ჩიას თესლები შესაძლებელია მოიხმაროთ უმი სახით და თითქმის ყველაფერში: მოაყაროთ ფაფებს, ოიგურტებს, სალათებს, ბრინჯს, ბოსტნეულს, დაამატოთ კოქტეილებში და წვენებში. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, იცოდეთ, რომ სითხის შეწოვისას ჩიას თესლები იბერება, ხდება ჟელესმაგვარი სტრუქტურის, და წააგავს კისელს. ინტერნეტში შესაძლებელია უამრავი რეცეპტის მოძიება.

ასევე აღსანიშნავია, რომ მეტი სარგებელი ჩიას თესლებისგან შეიძლება მივიღოთ, თუ 15-20 წუთით ადრე ჩავალბობთ მათ წყალში, და ასევე დაფქვისას ან საფუძვლიანად გადაღეჭვისას, რადგან ჩიას თესლებს მყარი გარსი აქვთ, და თუ არ გაარღვევთ მას, ეფექტი ჩიას თესლებისგან ნაკლები იქნება.

კვებითი ღირებულება 100 გრ

ენერგეტიკული ღირებულება – 1859 კჯ / 451 კკალ
ცხიმები – 31 გრ, მათ შორის ნაჯერი ცხიმმჟავები – 3,8 გრ
ნახშირწყლები – 4,9 გრ, მათ შორის შაქარი – 0,8 გრ
ცილა – 21 გრ

რეკომენდირებული შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.