თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგებმა, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობაზე მუშაობენ, ზოდიაქალური წრის ყოველი წარმომადგენლების დაუძინებელი მტრები გამოავლინეს.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები აღსავსენი არიან ენერგიით და ვერ იტანენ მოსაწყენ და ზარმაც ხალხს. ამის გამო, ვერძები მუდამ კონფლიქტში არიან ტყუპებთან. მათი მტრობა ტყუპების დეპრესიულობას ეფუძნება.

კურო

კუროები ძალიან სერიოზულები არიან, პასუხისმგებლიანები და უკომპრომისოები. ვერ იტანენ თავიანთ მსგავს ადამიანებს, სწორედ ამიტომ ვერ უგებენ თხის რქებს. თანაც, მათთვის ფული უმნიშვნელოვანესია და მის გამო შეუძლიათ გადაუარონ ყველას.

ტყუპები


ტყუპები მუდამ მოძრაობასა და ფუსფსში არიან, ამის გამო დეპრესიისადმი აქვთ მიდრეკილება. ტყუპები მოსაწყენ ხალხთან ვერ თანაცხოვროვბენ, ყველაზე მეტად კი თევზებთან.

კირჩხიბი

კირჩხიბებს მონოტონური ცხოვრება უყვართ, მათ არსად ეჩქარებათ. მათთვის მთავარი მტერი - მორიელია: ცოცხალი, მუდამ დრამით აღსავსე და ენერგიული. კირჩხიბს არ უყვარს ზედმეტად აქტიური ადამიანები.

ლომი

ლომი ძალიან თავდაჯერებულია, თავისუფალი, უშიშარი, და ვერ იტანს თავის მსგავსებს. მისი მთავარი მტერი ქალწულია, ასეთივე თავდაჯერებული და ქედმაღალი. ლომი მიიჩნევს, რომ ის ერთადერთი მეფეა.

ქალწული


ქალწულს მუდამ ყველაფერი წესრიგში აქვს. ყველაზე მეტად ქაოსის ეშინია, ეს მას დეპრესიაში აგდებს. ამიტომ, ქალწული ყველაზე მეტად მერწყულს ვერ იყანს, რომელსაც მუდმივი არეულობა აქვს ყველგან და ყველაფერში.

სასწორი


სასწორი ჰარმონიას ასხივებს, კეთილი და მშვიდობისმოყვარულია. ვერ იტანს მათ, ვისაც მითითებები უყვარს. ყველაზე მეტად კი, როცა მას უყვირიან. ამიტომ, ვერ ეგუება ვერძს, ძალიან იმპულსურსა და ძალაუფლების მოყვარულს.

მორიელი


რაღაც პერიოდამდე მორიელი შეიძლება მშვიდი მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დაუნდობლები და შურისმაძიებლები არიან. მორიელი ვერ იტანს მეოცნებე მერწყულს, ეჩვენება, რომ ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მოსაწყენია.

მშვილდოსანი


მშვილდოსანი ენრგიული და თავდაჯერებულია. ეს ნიშანი ყველაზე წარმატებულების სიაში #1-ია. უწყინარი მტერია, არ შეუძლია დიდ ხანს იყოს გაბრაზებული. საერთოდ, ძალიან პატივსაცემი პერსონაა, ამიტომ, მტერი როგორც ასეთი, არ ჰყავს.

თხის რქა


თხის რქა არასოდეს იღლება, ერთ ადგილას ვერ ჯდება და მუდამ წინ მიიწევს. ამიტომ ვერ იტანს ადამიანებს, რომლებიც აქტიურობით არ გამოირჩევიან და მუდამ სახლში ზიან. მისთვის მტერია - კირჩხიბი.

მერწყული

მერწყული ცვალებადია, ძალიან ცნობისმოყვარე და უყვარს ახალი რამეების შესწავლა. ვერ იტანს ძველი სტილის ადამიანებს, რომლებიც არ ცნობენ სიახლეებს და კონსერვატიულები არიან. მერწყულის #1 მტერი კუროა.

თევზები

თევზები ძალიან მშვიდი, მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიშანია. ვერ იტანენ მუდამ მშფოთვარე და ხმაურიან მშვილდოსნებს. ცოტათი შურთ მათი, რადგან თავად უჭირთ ადამიანების გაცნობა, ეშინიათ სიმშვიდისა და სიმყუდროვის დარღვევის.