მთის ღანძილი საუკეთესო მკურნალია ტროფიკული წყლულების, კოლპიტის და რევმატიზმის დროს.

მთის ღანძილი საუკეთესო მკურნალია ტროფიკული წყლულების, კოლპიტის და რევმატიზმის დროს.
მთის ღანძილი მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა, აქვს ნივრის მძაფრი სუნი, ღერო 30 - 40 სმ- მდე იზრდება, ყვავილობს ივნის - ივლისში. იგი ტიპური ტყის მცენარეა, გვხვდება როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეებში, ზოგჯერ სუბალპურ მდელოებზეც.
მოხევურად ბაშოს ეძახიან, მთიულურად - ნიორაის, თუშურად - შებუს, ხევსურულად და ფშავურად - შიბუს.

მთის ღანძილი საუკეთესო მკურნალია ტროფიკული წყლულების, კოლპიტის და რევმატიზმის დროს.

სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთოლი და ბოლქვი. საკვებად აგროვებენ ადრე გაზაფხულზ, ხოლო სამკურნალოდ კრეფენ სექტემბერ - ოქტომბერში დაღმავალი მთვარის პერიოდში.
მცენარის ბოლქვი შეიცავს კაროტინს, ფიტოციდებს, ეთერზეთებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინ C, B - ს. ვიტამინ C ფოთოში უფრო ჭარბობს, ვიდრე ბოლქვში.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს ათეროსკლეროზის, კუჭ - ნაწლავის ფუნქციის დარღვევის, ნაწოლების, ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, კოლპიტის და რევმატიზმის დროს.

დამზადების წესი:
ახალდაკრეფილის, კარგად გარეცხილის მოუხარშავად ჭამაც შეიძლება, იყენებენ დამწნილებული სახითაც.

უკუჩვენება: კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მათი ფიტოთერაპია