ყველაზე იაფფასიანი საშუალება წონაში დასაკლებად, რომელიც ყოველი დიასახლისის აცივარშია. აქამდე რატომ არ ვიცოდი!

ყველაზე იაფფასიანი საშუალება წონაში დასაკლებად, რომელიც ყოველი დიასახლისის აცივარშია. აქამდე რატომ არ ვიცოდი!
კომბოსტოს დიეტა - სწრფი და ეფექტური საშუალებაა ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. ამ დიეტას უამრავი ვარსკვლავი იცავდა, მათ შორის, სინდი კროუფორდი და სარა მიშელ გელარი.

ეს ბოსტნეული თავისი დაბალკალორიულობის წყალობით, შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენბით მიირთვათ, ამიტომ შიმშილის გრძნობა არ გემუქრებათ. ამასთან, შეგიძ₾იათ სხვადასხვა ჯიში გამოიყენოთ - ჩვეულებრივი, პეკინის, ბრიუსელის, ფერადი და კოლრაბი.



თუ ღვიძლის, კუჭის ან თრიკმლების პრობლემა გაწუხებთ, დიეტის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კომბოსტოს კლასიკური დიეტა

უარი უნდა თქვათ ტკბილეულზე, ცომეულზე და სპირტიან სასმელებზე. უნდა დალიოთ დიდი ოდენობით წყალი. დღეში შეიძლება 70 კკალ მიღება. კომბოსტოს სალათი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა ბოსტნეულით, გარდა კარტოფილისა.



საუზმე: ყავა ან მწვანე ჩაი.
სადილი: სალათი - კომბოსტო + სტაფილო + მცენარეული ზეთი. მოხარშული ხორცი ან უცხიმო თევზი - 200 გრ.
ვახშამი: კომბოსტოს მწნილი ან ცოცხალი სალათი. 1 ხილი, მაგალითად, ვაშლი.
ძილის წინ 2 საათით ადრე: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.



3-დღიანი დიეტა

საუზმე: 250 გრ შვრია, ერთი ხილი, 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი.
სადილი: სალათი - კომბოსტოს მწნილი + ვაშლი + სტაფილო.
ვახშამი: კომბოსტოს მწნილის სუპი 2 მომცრო კარტოფილით.

7 დღიანი დიეტა კომბოსტოს სუპზე



დიეტას საფუძვლად უდევს ბოსტნეულის სუპი, რომელიც განუსაზღვრელი ოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • 1 კომბოსტო
  • 6 ხახვი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა ნიახური
  • 3 პომიდორი

დააქუცმაცეთ ყველა ინგრედიენტიდ ა მოხარშეთ ცოტაოდენი მარილითა და სუნელებით.

ყოველდღე სუპს ახალ პროდუქტებ ამატებენ:

  1. სუპი + ხილი
  2. სუპი + მწვანე ბოსტნეული ბარდის გარდა, კარტოფილი
  3. სუპი + ხილი და ბოსტნეული
  4. სუპი + ხილი, ბოსტნეული და ჭიქა რძე საღამოს.
  5. სუპი + მოხარშული ძროხის ხორცი ან ქათმის ფილე (400-500 გრ)
  6. სუპი + 400 გრ მოხარშული ძროხის ხორცი
  7. სუპი + მუქი ბრინჯი (150 გრ) და ბოსტნეული.

დიეტა გამოდგება სწრაფად გასახდომისთვის. შედეგის შესანარჩუნებლად, პერიოდულად მიირთვით კომბოსტოს სუპი.