გლოქსინია - ყვავილის მოვლის მეთოდები

გლოქსინია - ყვავილის მოვლის მეთოდები
გლოქსინიას მსხვილი და რბილი ფოთლები აქვს, მის ყვავილებს კი სხვადასხვა შეფერილობა და ზანზალაკის ფორმა გააჩნია. ზოგიერთ სახეობას სუსტი არომატიც აქვს. როგორც წესი, გლოქსინია გაზაფხულზე და ზაფხულში ჰყვავის. მაგრამ ხელოვნურად, დროზე ადრე მიიყვანთ მცენარეს მშვიდ მდგომარეობამდე, მცენარე ადრე გაზაფხულზე და ზამთრის ბოლოსაც აყვავდება.

ხელოვნური სიმშვიდისთვის, ადრე შემოდგომაზე, გლოქსინიას გრილ ადგილას დგამენ და მორწყვა მინიმუმამდე დაჰყავთ. ეს საჭიროა ყვავილობის შემდეგ 2 თვეში. სიმშვიდის მდგომარეობაში, გლოქსინიას ფოთლები სცვივა.

გლოქსინია ძალიან მომთხოვნია ნიადაგის მიმართ. მისთვის ძირითადი პირობაა, რომ ნიადაგი წყალ და ჰაერგაუმტარი იყოს. თუ ნიადაგი ძალიან მძიმეა მცენარისთვის, ის შეიძლება დალპეს და დაჭკნეს. კარგად მორწყვა საჭიროა ყვავილობისას, მაგრამ ზედმეტი ტენიანობაც არ ვარგა. გლოქსინიასთვის საკმარისია დაფანტული განათება, მზის პირდაპირი სხივები დაუშვებელია. როდესაც მას ფოთლები სცვივა, მის გორგლებს მიწაში ინახავენ, გრილად, მინიმალური მორწყვის პირობებში. გლოქსინია გორგლებითა და ფოთლოვანი დაკალმებით მრავლდება.