ფარშირებული ფერადი კომბოსტო ხრაშუნა ქერქით: გემრიელი და არომატული კერძი

ფარშირებული ფერადი კომბოსტო ხრაშუნა ქერქით: გემრიელი და არომატული კერძი
ფერადი კომბოსტო - მსუბუქი, სასარგებლო და გემრიელი გარნირია უამრავი კერძისთვის. ჩართეთ ფანტაზია - მოამზადეთ ორიგინალური და დაბალკალორიული კერძი, რომელიც თვალსაც გაახარებს სილამაზით. გამოაცხვეთ კომბოსტო ფარშის შიგთავსით, რათა დროის ეკონომიაც გასწიოთ.
აარჩიეთ დიდი ზომის კომბოსტო, დეფექტების გარეშე. ფარში შეგიძლიათ არამხოლოდ ძროხის, არამედ, ფრინველის ან ღორის აირჩიოთ. გამოიყენეთ საყვარელი სუნელები.

ინგრედინტები:

  • 1 ცალი ფერადი კომბოსტო
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 300 გრ ძროხის ხორცის ფარში
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. გარეცხეთ, მოაცილეთ ზედმეტი ფოთლები კომბოსტოს, მოათავსეთ მდუღარე, მარილიან წყალში 3-5 წუთით.
  2. დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი.
  3. ფრთხილად გახსენით კომბოსტო და მოათავსეთ ფარში შიგნით.
  4. წაუსვით გარედან არაჟანი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 40 წუთით 200 გრადუსზე.




გამოცხობის დრო დამოკიდებულია კომბოსტოს სიდიდეზე. ეს გახლავთ არამხოლოდ შესანიშნავი ვახშამი, არამედ, გამოდგება ცივი ხემსის სახითაც.