თუ სამსახურში ხართ და სტუმრები ეს ესაა, მოვლენ, ეს ექსპრეს-რეცეპტი გადაგარჩენთ!

თუ სამსახურში ხართ და სტუმრები ეს ესაა, მოვლენ, ეს ექსპრეს-რეცეპტი გადაგარჩენთ!
ხშირად, დრო არ გვყოფნის კერძების მოსამზადებლად, არადა, გსურს საკუთარი თავი და ახლობლები რაიმე გემრიელობებით გაახარო. ამ შემთვევაში, ნამდვილი ხსნაა წინასწარ მომზადებული პროდუქტები, რომლებსაც სამსახურიდან მოსული, ძალიან სწრაფად მოამზადებ. ეს ხორცი ძალიან წვნიანი და არომატული გამოდის. უბრალოდ, მოამზადეთ მარინადი თავისუფალ დროს და საჭირო მომენტში სწრაფად შეწვით.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ღორის ხორცი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. კედრის თხილი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. პილპილი


მომზადება

  1. მოამზადეთ სანელებელი: შეურიეთ ყველაფერი, გარდა ხორცისა.
  2. დაჭერით მცირე ნაჭრებად ხორცი, მოასხით სანელებელი და კარგად მოურიეთ.
  3. დააფარეთ თავსახური, გააჩერეთ მარინადი დღე-ღამის განმავლობაში, ან უმჯობესია, 3 დღით. ამ დროის განმავლობაში ხორცი კარგად შეიწოვს სანელებელს და არაჩვეულებრივი გემო ექნება.
  4. საჭიროებისამებრ, გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაყარეთ თითო ფენა ხორცი და ყოველი მხრიდან შებრაწეთ.


თუ სამსახურში ხართ და სტუმრები ეს ესაა, მოვლენ, ეს ექსპრეს-რეცეპტი გადაგარჩენთ!
მიირთვით ბრინჯთან ან სხვა გარნირთან ერთად.