ყველაზე ჯანსაღი და მკურნალი თესლი, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, და არამხოლოდ

ყველაზე ჯანსაღი და მკურნალი თესლი, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, და არამხოლოდ
ნაცარქათამას (კვინოა) თესლი არ შეიცავს გლუტენს, მას ჭარხალსა და ისპანახს ადარებენ ცილების შემცველობის გამო, ასევე ის შეიცავს 9 ამინომჟავას, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

ნაცარქათამა მაღალლეგირებული, მკვებავი, დაბალცხიმიანი და დაბალგლიკემიური ინდექსების მქონე პროდუქტია.

თესლი მდიდარია ალფა-ლინოლური მჟავებით, რაც ძალიან სასარგებლოა გულისთვის. სხვა ცხიმებისგან განსხვავებით, კვინოას თესლის ცხიმები სტაბილური ხდება და ხარშვისას არ მჟავდება. მეცნიერები ამას ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას მიაწერენ. სინამდვილეში, კვინოა სავსეა ფლავონოიდებისა და პოლიფენოლების ალფა-ბეტა და გამა-ფორმებით.

კვინოა დადებითად ზემოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე, ის მდიდარია უჯრედისით და ანელებს შაქრის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
გარდა ამისა, ის მეტად მკვებავია, ვიდრე ბრინჯი ან ხორბალი. მაგნიუმის შემცველობა ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. კვინოა ყოველი ადამიანის რაციონში უნდა იყოს, განსაკუთრებით ზამთარში, მინერალების, ვიტამინების, ჯანსაღი ცხიმების, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო.

კვინოას თესლის მომზადება:


  1. ჩაყარეთ 1 ჭიქა თესლი წყალში 1-2 საათით, შემდეგ წვრილი ფილტრის მეშვეობით გარეცხეთ.
  2. ჩაყარეთ 2 ჭიქა წყალში, აადუღეთ და დაამატეთ საყვარელი სუნელები.
  3. დააფარეთ და მოთუშეთ 15 წუთის განმავლობაში. დააყენეთ 15 წუთი და მიირთვით.