ხმელთაშუა ზღვის სალათი პომიდვრისგან, რომლის სანელებელი თავბრუს დაგახვევთ!

როდესაც სიცხეში დიდად ჭამა არ გინდება, ეს მსუბუქი სალათი ნამდვილი ხსნაა! კაშკაშა ფერები თვალს გაახარებს, გემო კი მართლაც შესანიშნავი აქვს! ახალი ტკბილი პომიდორი მომჟავო სანელებელთან - ზაფხულის შეუცვლელი კერძი!

ინგრედიენტები:
  • 4 ცალი პომიდორი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 50 გრ ზეთისხილი
  • 2 ჩ.კ. ძმარი
  • 0,5 ჩ.კ. ორეგანო
  • მარილი გემოვნებით


მომზადება:

  1. დაჭერით პომიდორი და ზეთისხილი და მწვანილი.
  2. შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ძმარი, ორეგანო და მარილი.
  3. მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული სასალათეში ან ღრმა თეფშზე, მოასხით მიღებული სანელებელი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!