საუკეთესო საუზმეები კვერცხისგან მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს

ქათმის კვერცხის სარგებელი დიდი ხანია, დამტკიცებულია. გარდა ამისა, ეს გახლავთ შესანიშნავი საუზმე, რადგან კარგად ანაყრებს. სხვადასხვა ფაფების მოძულეებისთვის კი ეს იდეალურია. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც დილით კვერცხით საუზმობენ, დღის განმავლობაში ნაკლებს ჭამენ.



არსებობს კვერცხის უამრავი დიეტა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ 4 კვერცხს შეჭამ, თანაც კარაქში შემწვარს, ეს სარგებლობას მოგიტანს. უმჯობესია, აითვისოთ დაბალკალორიული რეცეპტები. სწორი საუზმე - კარგი განწყობის საწინდარია. ჩვენ კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ჯანსაღ რეცეპტს.



საუზმე კვერცხისგან



მეცნიერულად დამტკიცებულია: კვერცხის გულის ქოლესტერინი არ აბინძურებს სისხლძარღვებს. მისი სასარგებლო მჟავები სრულად აითვისება, ასე რომ, თუ არ გაქვთ ძვირად ღირებული საშუალებების შეძენის საშუალება გასახდომად, ჩაანაცველთ ისინი კვერცხით. მასშ შემავალი ნივთიერებები ამაგრებს იმუნიტეტს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

დღეში 1-2 კვერცხი - ნორმაა მათთვის, ვინც დიეტას იცავს. ახლა კი, რეცეპტების დროც დადგა:

ჩემპიონის საუზმე




იდეალურია მათთვის, ვინც სპორტითაა დაკავებული. სასარგებლოა ძალების აღსადგენად.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 6 გული
  • 100 გრ ისპანახი
  • 1 ს.კ. სიმინდის ზეთი
  • 1 მსხვილმარცვლოვანი ტოსტი


მომზადება

მოთუშეთ ისპანახი ზეთში. ამ დროს ათქვიფეთ კვერცხი. დააამატეთ ისპანახში, მოამზადეთ 2-3 წუთი და ურიეთ. მიირთვით ტოსტთან.

ბალერინას საუზმე



საუკეთესოა ვარჯიშის დღეს ან დაბალკალორიული დიეტის დროს.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხის ცილა
  • იტალიური სუნელები
  • ნახევარი გრეიპფრუტი


მომზადება

შეურიეთ ცილები და სუნელები. ჩაასხით შუშის თეფშში და გამოაცხვეთ ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით. მიირთვით გრეიპფრუტთან.

სახელდახელო საუზმე



გამოდგება ნებისმიერ დროს. იდეალურია მათთვის, ვინც დიეტას კი არ იცავს, არამედ, სურს ფორმაში ყოფნა და სწორად კვება.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 2 ხლებცი
  • 1 პომიდორი ან ფორთოხალი


მომზადება

მოხარშეთ კვერცხი წყალში ადუღებამდე. მოხსენით ცეცხლიდან და დაასხით ცივი წყალი. გაფცქვენით კვერცხი და დადევით თეფშზე. მიირთვით ხლებცისთან და პომიდორთან ან ფორთოხალთან.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: