გლადიოლუსმა ლამაზი და ხანგრძლივი ყვავილობით რომ გაგახაროთ, საჭიროა სწორი სასუქი

გლადიოლუსებში სასუქის შეტანა ოთხ ეტაპად იყოფა:

1. პირველ ჯერზე, ეს აზოტური სასუქებია. ისინი უნდა შეიტანოთ მაშინ, როცა მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთლი გაუჩნდება. გამოიყენება ამიაკის სელიტრა, ამონიუმის სულფატი ან კარბამიდი.

2. მეორედ სასუქი უნდა შეიტანოთ, როცა მცენარეს მეექვსე ნამდვილი ფოთოლი გაუჩნდება. აქ უკვე სამი ჯგუფი მუშაობს: აზოტური, ფოსფორული და კალიუმური. ასევე გამოდგება მზა სასუქი კენკრისა და ბოსტნეულის კულტურებისთვის.

3. მესამედ, სასუქი საჭიროა, როცა პირველი ყვავილები წარმოიქმნება. საამისოდ გამოიყენება აუპერფოსფატი, მას ნარგავებთან მოაყრიან, კვ. მეტრზე 40 გრამს. შემდეგ 10 ლიტრ წყალში ხსნიან კარბამიდს და ამ ხსნარით რწყავენ ყვავილს.

4. სასუქის შეტანის მეოთხე სტადია გახარებისას, მცენარის ხანგრძლივი ყვავილობის საწინდარია. კალიუმ-ფოსფორული სასუქი ყვავილობისას, ასევე შეინარჩუნებს ბოლქვებს ზამთარში. ამ ეტაპზე აზოტურ სასუქზე უარს ამბობენ. ივლისში სასუქის სახით გამოიყენება 10 ლიტრ წყალში გახსნილი სუპერფოსფატი და გოგირდმჟავა კალიუმი, შემდეგ მცენარეს რწყავენ.

ამგვარად, მიიღებთ არამხოლოდ ლამაზ ყვავილობას ამ სეზონზე, არამედ, მომავალი სეზონისთვისაც უზრუნველჰყოფთ.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: