როგორ გავახაროთ ავოკადო

როგორ გავახაროთ ავოკადო
ავოკადოს გასახარებლად საჭიროა კურკა, უმჯობესია მას, მერე ნაც ნაყოფს მიირთმევთ. ნაყოფი მწიფე უნდა იყოს. ნაყოფს შუა ნაწილში 3 ნახვრეტი უკეთდება და ასანთის ღებებს არჭობენ. ასანთის ღერები საყრდენის როლს ასრულებს, რომელზეც ჩამოიკიდება ნაყოფი ყწლიან ჭიქაში. წლის დონე კურკის ქვეშ უნდა იყოს ზუსტად. კურკა წტალს ბლაგვი მხარით უნდა ეხებოდეს.

ახლა კი მოიკრიბეთ მოთმინება და დაელოდეთ, სანამ კურკა არ გასკდება და ფესვები არ გაუჩნდება. ამას დაახლოებით 2-დან 4 კვირამდე სჭირდება. წყალი მუდმივად უნდა დაამატოთ ჭიქაში.

ქოთანში ჩასარგავად, ფესვები 3-4 სანტიმეტრის უნდა იყოს.

ჩარგეთ მცირე ქოთანში კურკა ისე, რომ მიწაში ერთ მესამედით ჩაეფლოს. სასურველია, ქოთანი პლასტმასის იყოს, ბევრი ნასვრეტებით.

ავოკადო ტროპიკული მცენარეა, ამიტომ უყვარს ნესტი, ნუ დაგავიწყებათ ხშირად მორწყვა. როცა ხე 10-15 სანტიმეტრის გახდება, შეგიძლიათ უფრო დიდ ქოთანში გადარგოთ.



მოვლა

  • ავოკადოს ჩრდილი უფრო უყვარს, ვიდრე პირდაპირი სხივები.
  • ზამთარში მას ფოთლები გასცვივა, გაზაფხულზე კი კვლავ ამოუვა.
  • ძირითადად, მცენარის მოვლა კარგი მორწყვითა და თვეში ერთხელ სასუქის შეტანით შემოიფარგლება. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, მცენარე მალე გაზირდება და თქვენს მინი კოლექციას დაამშვენებს!
  • ნიადაგი ფხვიერი და ნესტიანი უნდა იყოს, გარდა ამისა, ავოკადო ვერ იტანს მჯავე ნიადაგს. გასახარებლად უნდა გამოიყენოთ ბაღის მიწის ნარევი, ტორფი, მსხვილი ქვიშა და კირი 1:1:1.
  • ავოკადო ხმება ძალზედ მშრალი ჰაერის გამო. ტენიანობის ამაღლება შეიძლება, თუ ქოთნის ქვეშ სველ ხავსს დაუფენთ და ფოთლებს ხშირად შეასხურებთ. უმჯობესია, ავოკადო დადგათ კაშკაშა გაფანტულ სინათლეზე, ზაფხულში კი არიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სინათლე აუცილებელია. უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური ფიტოლამფები.