როგორ დავაღწიოთ თავი შემაწუხებელი ფაღარათისგან უმარტივესი რეცეპტებით

ფაღარათი არის მრავალჯერადი ან ერთჯერადი დეფეკაცია, თხევადი განავლოვანი მასით. ფაღარათის წარმომქნელი მიზეზები განსხვავებულია: შეიძლება მისი მიზეზი იყოს სტრესი და შიში. უმეტეს შემთხვევაში ფაღარათი არის ნაწლავების მწვავე ან ქრონიკული დაავადების სიმპტომური გამოვლენა. ეს არის ორგანიზმის რეაქცია დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული მომწამლავი ნივთიერების საპასუხოდ, ფაღარათი ასევე შეიძლება გამოწვიოს ლორწოს, ლპობის და დუღილის პროდუქტების დაგროვებამ, ან სულაც რომელიმე მედიკამენტმა. ფაღარათი განიხილება, როგორც სიმპტომი და არა ცალკე დაავადება.

რეცეპტები:
  • ვერხვის კვირტების ნახარში: 1 ს/კ მწვანე კვირტები მოხარშეთ 1 ჭ წყალში, ხარშეთ 25 წთ, დააყენეთ 40 წთ. გაწურეთ, მიიღება 1 - 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • პიტნის ნახარში სასარგებლოა ფაღარათის და გულძმარვის დროს: 1 ს/კ პიტნას დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღება უზმოზე და საღამოს ძილის წინ, რეგულარულად. ცხელი ნაყენი მიიღება ნელა, მცირე ყლუპებით.

  • ფაღარათის დროს აიღეთ 300 გრ კაკლის უღელი დაასხით 250 მლ სპირტი, დააყენეთ 2 -3 დღე. მიიღება 6 - 10 წვ 3 -4 - ჯერ დღეში , მიაყოლეთ 3 ყლუპი ცივი წყალი. ფაღარათის შემცირებისთანავე შეწყვიტეთ წვეთების მიღება, რადგან ის არის ძლიერ შემკვრელი საშუალება.

  • კაკლის დაუმწიფებელი ნაყოფი, დააქუცმაცეთ მწვანე ქერქთან ერთად, ჩაყარეთ მინის ბოთლში 3/4, დაასხით არაყი, დააყენეთ დღე. მიიღება 1/2 ჩ/კ არაუმეტეს 2 - ჯერ დღეში. რეცეპტი არ არის რეკომენდებული ბავშვებში, იმის გამო რომ ნაყენი დამზადებულია სპირტზე.

  • გახანგრძლივებული ფაღარათის დროს 1 ჩ/კ ბრინჯი ჩაყარეთ 1/2 ლ მდუღარე წყალში, ადუღეთ 40 წთ, ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ, გაწურეთ. მიიღება თბილი, 2 - 2 ყლუპი ყოველ 2 საათში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: