როგორ მოვიშოროთ ფერისმჭამელები მარტივი და ეფექტური პროცედურებით

ფერისმჭამელა - კანის დაავადება, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად პუბერტულ პერიოდში და ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული გადაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, შეკრულობები, ჰიპოვიტამინოზები, ენდოკრინოპათიები, აგრეთვე კანის პირადი ჰიგიენის დაუცველობა. ფერიმჭამელების ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა.

რეცეპტები:
  • ფერისმჭამელას სამკურნალოდ რეკომენდებულია პირის დაბანა გოგირდოვანი წყაროს წყლით.

  • კანის გამონაყარზე სასარგებლოა სამყურას აბაზანის მიღება, დაფქვით 400 გრ სამყურა დაასხით 2 ლ მდუღარე, დააყენეთ 4 სთ, გაწურეთ. ჩაასხით აბაზანაში 36 - 38 გრადუსზე, მკურნალობის კურსი 8 - 10 აბაზანა. დღეგამოშვებით 15 - 30 წთ.

  • არყის ხის ფოთლები ან კვირტები 4 ს/კ დაასხით 500 მლ წყალი. ადუღეთ 2 წთ. დააყენეთ 1 სთ, ნაყენი გამოიყენება საფენების სახით ან კანის გასაწმენდად.

  • 2 ს/კ დაქუცმაცებული ტირიფის ქერქს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ, გაწურეთ. გამოიყენება დასაბანად და კომპრესისთვის 3 ს/კ ფარსმანდუკის ბალახი ან ყვავილი, დაასხით 2 ჭ მდუღარე დააყენეთ 1 სთ. გამოიყენება გასაწმენდად, საფენებისთვის.

  • 1 ს/კ კულმუხოს (მზიურა ) ფესვები. დაასხით 1/2 ლ წყალი, ადუღეთ 20 წთ. გაწურეთ. გამოიყენება დასაბანად. ასევე შეიძლება ამ მცენარისგან მომზადებული მალამოს გამოყენება: 50 გრ დაფქული ძირები და 100 მლ წყალი ადუღეთ 30 წთ, ნახარშს დაუმატეთ 50 გრ ღორის ქონი.

  • კანი რეგულარულად გაიწმინდეთ პიტნის ნაყენით ( 100 გრ - 500 მლ წყალზე ).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: