ტორტის მარტივი შემცვლელი შინაური წვეულებებისთვის, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

ხანდახან სტუმრები უეცრად დაგატყდებიან თავზე, გასამასპინძლებელი კი არაფერი გაქვს. ან უბრალოდ, რაიმე ტკბილეულით გსურს თავის განებივრება, გაზქურასთან დიდხანს ტრიალის თავი კი არ გაქვს.

სწორედ ასეთ შემთვევებში გამოგადგებათ ამ ნამცხვრის რეცეპტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 125 გრ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2 ჭიქა კენკრა
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 0,5 კგ ვაშლი
  • 200 გრ არაჟანი


მომზადება
  1. ათქვიფეთ 100 გრ შაქარი და 2 კვერცხი.
  2. მოამზადეთ შიგთავსი: დაჭერით წვრილად ვაშლი, მოაყარეთ დარიჩინი.
  3. კვერცხის მასაში დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ. ლიმონისა და სოდის ნარევი დაუმატეთ და კვლავ მოურიეთ.
  4. ცხიმწასმულ ფორმაში გადაასხით ცომი, გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
  5. მოამზადეთ მოსასხმელი: შეურიეთ არაჟანი დანარჩენ შაქართან და კენკრასთან.
  6. გამოიღეთ ნამცხვარი, მოასხით მასა და კვლავ შედგით 5-7 წუთით.


ნამცხვარი შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ან ყავასთან.