8 რეკომენდაცია რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

ქრონიკული ვენური უკმარისობა ვითარდება ქვედა კიდურების ვარიკოზის ან პოსტთრომბოფლებიტური დაავადების დროს. მრავალი მსგავსი სიმპტომის არსებობის მიუხედავად, ამ დაავადებების ადგილობრივი გამოვლინებები სხვადასხვაგვარია.
მხოლოდ ხანდაზმული ვარიკოზული დაავადება შეიძლება გართულდეს კიდურების შეშუპებით. მის აუცილებელ სიმტომს წარმოადგენს ვენების ზედაპირზე კვანძოვანი ტრანსფორმაციების გაჩენა, ამასთანავე, ვარიკოზის დროს ავადმყოფი ორმხრივ დაზიანებას უჩივის. შეშუპება, როგორც წესი, ვარიკოზულად შეცვლილი პირველი ვენის ფორმირებიდან რამდენიმე წელიწადში აღმოცენდება. ის თავს იჩენს დღის მერე ნახვარში და ლოკალიზდება კოჭისა და მუხლის ქვედა არეში. შეშუპებას გარდამავალი ხასიათი აქვს - ღამის დასვენების შემდეგ სავსებით ქრება.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკა
  1. დილ - დილაობით, იბანთ რა ხელებსა და პირს, დაუთმეთ რამდენიმე წუთი ფეხებსაც. ყველაზე სასარგებლოა ფეხებზე, კოჭამდე გრილი წყლის ( კიდევ უკეთესი - ცივის ) გადავლება. რაც ძლიერია წყლის ნაკადი, მით უკეთესი.

  2. ეცადეთ, მოიშოროთ ჯდომის დროს ფეხის ფეხზე გადადების ჩვევა. დასვენების დროს აწიეთ ფეხები მაღლა.

  3. სპორტის სახეობებიდან ყველაზე სასარგებლო ფეხის კუნთების გასამაგრებლად არის ძუნძულით სირბილი, ცურვა, ველოსიპედი.

  4. სასურველია სახლში ფეხშიშველი სიარული.

  5. აიღეთ ცვილის ნაჭერი ან სანთელი, დადგით ერთი ფეხი ტაბურეტზე და გადააგორეთ ცვილი ტერფიდან ზემოთ, მუხლისკენ. ამით ხდება რბილი ქსოვილების მასირება.

  6. თუ თქვენ გიწევთ დიდხანს ფეხზე დგომა, როგორც კი გამოძებნით თავისუფალ დროს, გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი ფეხის წვერებზე, შემდეგ ქუსლებზე. გაიმეორეთ ასეთი ვარჯიში რამდენიმეჯერ.

  7. არ დაივიწყოთ: მოიმატებთ წონაში - დაზარალდება თქვენი ფეხები.

  8. ვენების ვარიკოზული გაგანირების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სვით სტაფილოს მიწისზედა ნაწილის ჩაი. გაახმეთ იგი ჩრდილში. ნაყენისთვის საკმარისია 1 ს/კ - ს დაასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 სთ. სვით 200 - 200 მლ 2- 3- ჯერ დღეში. ასეთი ჩაი კარგ ეფექტს იძლევა ვენების ჰემოროიდალური გაფართოების დროსაც.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა