ტრადიციული მედიცინა ამ მცენარეს იყენებს ჰიპერტონიის, მეტეორიზმის, ეგზემის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ტრადიციული მედიცინა ამ მცენარეს იყენებს ჰიპერტონიის, მეტეორიზმის, ეგზემის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ფარსმანდუკი 120 სმ - მდე სიმაღლის სწორმდგომ ღეროიანი მრავალწლიანი მცენარეა, ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები ყუნწიანია, კენწეროს მიმართულებით ფოთლის სიდიდე თანდათან მცირდება. ყვავილები ფოთლების იღლიებიდან ამოსულ ტოტების ბოლოებზე ფარისებრ ყვავილებადაა შეკრებილი. ყვავილობს ივნისიდან ოქტომბრამდე. ნაყოფი მომწიფებას იწყებს სექტემბრიდან. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად.
ქართლში, კახეთში, ფშავში მელიკუდას ეძახიან, ქიზიყში - თავყვითელას, ხევსურეთში - ციცასკუდას, მთიულეთში - მელაგუნდას, მოხევეები - მკერვალას, საჭრელას, თუშები - წყლულის ბალახს, მესხეთში, ჯავახეთში, აჭარაში - ყვავისკუდას, რაჭაში, იმერეთში - კრავიკუდას, ლეჩხუმში - თაგვიკუდას, ინგილოები - წყილი ბალახს, სვანები - მუღმურილს.

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი და ყვავილი. მისი შეგროვება ხდება ყვავილობის პერიოდში აღმავალი და სავსე მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს პოლისაქარიდებს, C, K ვიტამინებს, კაროტინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ქაფურს, მინერალურ მარილებსა და სხვა.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს მეტეორიზმის, დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ჰიპერტონიული დაავადების, მენსტრუაციის დარღვევის, ჭრილობების, დიათეზის, ეგზემის, ბრონქიალური ასთმის დროს.

დამზადების წესი:
2 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს. დააყოვნეთ 30 - 40 წთ, შემდეგ გაწურეთ.
მიღება: 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.
უკუჩვენება: ორსულობა.
შენახვის ვადა 5 წელი.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია