თითის ფორმას შეუძლია თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამ მოგვითხროს

თითის ფორმას შეუძლია თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამ მოგვითხროს
ქირომანტია გახლავთ მეცნიერება, რომელიც ადამიანის ბედსა და პიროვნებაზე მოგვითხრობს. მაგრამ არსებობს მისი „მონათესავე“ მეცნიერებაც - ქიროგნომია, რომელიც ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს ხელებისა და თითების ფორმის მიხედვით. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს შესახებ ცოტათი მეტი გაიგოთ.

შეხედეთ ნახატს და აირჩიეთ თქვენი თითის ფორმა.


А - კვადრატული ფორმა

საკმაოდ გულჩატრობილი ადამიანი ხართ, არ გიყვართ საკუთარ გეგმებზე და ოცნებებზე მოყოლა, მხოლოდ ახლობლებს ანდობთ მსგავს ინფორმაციას. დიდი გული გაქვთ და მზად ხართ, თავი მსხვერპლად გაიღოთ. სწორხაზოვანი ხართ, გულწრფელი და კეთილი, ასევე შესანიშნავი იუმორის გრძნობბა გაქვთ.


В - წაწვეტებული თითი

ძალიან ერთგული ხართ ყველაფერში - სიყვარული იქნება ეს თუ მეგობრობა. თუ ადამიანი შეგიყვარდათ, მს გამო ყველაფერს გააკეთებთ. საქმეშიც ასე ხართ, არ მოისვენებთ, სანამ ბოლომდე არ დაასრულებთ მას. შემოქმედებითი პიროვნება ხართ, გიჭირთ უცხოებთან ურთიერთობა, მაგრამ ახლობლებს მთელ თქვენს დროს დაუთმობთ, თუ საჭიო გახდა.

С ნიჩბის ფორმის თითი

ადვილად წყვეტ საჩოთირო საკითხებს. არ იბნევით და მარტივად უმკლავდებით პრობლემებს.
ამასთან, ცდილობთ თავი არიდოთ თქვენთვის უცნობ სფეროებს. აფასებთ სხვის აზრს, ძალიან კეთილი გული გაქვთ და სანამ ვინმეს აწყენინებთ, ორჯერ დაფიქრდებით.