სახიდან თეთრი წერტილების მოცილება იოლია. აი, 5 ყველაზე ეფექტური ნატურალური რეცეპტი

სახიდან თეთრი წერტილების მოცილება იოლია. აი, 5 ყველაზე ეფექტური ნატურალური რეცეპტი
სახეზე თეთრი წერტილები დაავადება არაა, ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც ბევრს მეტყველებს კანის ჯანმრთელობაზე.
ასეტი წერტილების წარმოშობა ნიშანია იმისა, რომ კერატინისა და ცილების დეფიციტი გაქვთ. როგორც წესი, ეს წერტილები დისკომფორტს არ იწვევს ტკივილისა და ქავილის სახით.

უამრავი ადამიანი ძვირად ღირებულ პროცედურებს მიმართავს მათ მოსაცილებლად, მაგრამ შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება ბუნებრივი და ხელმისაწვდომი გზით სულ რამდენიმე დღეში.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

თაფლი

თაფლი მდიდარია კანისთვის სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით. ის ატენიანებს და კვებავს კანს, აცილებს თეთრ წერტილებს. უბრალოდ წაისვით ცოტაოდენი თაფლი დაზიანებულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე 10-10 წუთით.

ჩაის ხის ეთერზეთი

ამ ზეთს ბუნებრივი თვისებები აქვს, რომლებიც ეხმარება კანის ღრმა გაწმენდაში. წაისვით ჩაის ხის ზეთი დაზიანებულ ადგილებზე ყოველ საღამოს, ძილის წინ. დილით დაიბანეთ თბილი წყლით.

ცხელი პირსახოცი

დაიდეთ ცხელი პირსახოცი დღეში რამდენჯერმე თეთრ წერტილებზე და რამდენიმე დღეში მათი კვალი გაქრება.

სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი

მოამზადეთ პასტა ამ ინგრედიენტებისგან და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ საპნით. წერტილები რამდენიმე დღეში გაქრება.

შაქარი, ზეითუნის ზეი და ლიმონი

შეურიეთ 1 ს.კ. ახლად დაწურული ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. შაქარი და ½ ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით წერტილებზე 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ. ჩაატარეთ ეს პროცედურა ყოველდღე, საღამოს.

იხილეთ ვიდეო: