მარტივად გადალახეთ კლიმაქტერული პერიოდი ხალხური საშუალებებით

მარტივად გადალახეთ კლიმაქტერული პერიოდი   ხალხური საშუალებებით
მენოპაუზა არის მენსტრუაციის მუდმივი შეწყვეტა, რომელიც დაახლოებით 51 წლის ასაკში იწყება, თუმცა ასაკი ყველა ქალბატონისთვის ინდივიდუალური და შეიძლება სხვადასხვა ასაკში გამოვლინდეს. კლიმაქტერული პერიოდი არის ქალის ცხოვრების გარდამავალი ასაკობრივი ეტაპი რეპროდუქტიულ პერიოდსა და საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის შეწყვეტას შორის. დაკავშირებულია საკვერცხეების ფუნქციის დარღვევასთნ, რასაც თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ხალხური რეცეპტები:
  • აიღეთ კუნელის ყვავილი 10 გრ, მაყვლის ფოთოლი - 25 გრ, ტყის ჩიტისთვალა - 20 გრ, შავბალახა - 20 გრ, ბერულა - 15 გრ, ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ, აურიეთ და ჩაივით დააყენეთ.

  • კლიმაქტერული პერიოდის დასაწყისში, უსიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ კუნელის ნაყოფი და ყვავილი, კარგად აურიეთ. 3 ს/კ ნარევს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, ან ჭამიდან 1 სთ - ის შემდეგ.

  • აიღეთ კაკლის ფოთოლი - 10 გრ, ფშნის ეკალას ფესვი - 20 გრ, ჭანგას ფესურა -20 გრ, ღვიის ნაყოფი - 20 გრ, ოქროწკეპლას ბალახი - 20 გრ. კარგად აურიეთ. 3 ს/კ ნარევს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ დილით და საღამოს.

  • თუ კლიმაქსი გართულებულია ნევროზით, უნდა მიიღოთ შემდეგი ნარევი: აიღეთ ბატის მარწყვბალახა - 25 გრ, ქრისტესისხლა - 25 გრ, ფარსმანდუკი - 25 გრ, გვირილა -25 გრ, კარგად აურიეთ. 3 ს/კ ნარევს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 1/2 - 1/3 ჩ/ჭ ნაყენი დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით.

  • 40 გრ წიწმატურას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3- ჯერ დღეში ხანდაზმულ ასაკში, კლიმაქსის წინა პერიოდში საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა