ეს საშუალებები თქვენს თმას დაარბილებს, დამყოლს და მბზინვარეს გახდის.

ეს საშუალებები თქვენს თმას  დაარბილებს,  დამყოლს  და მბზინვარეს გახდის.
თუ შეამჩნევთ, რომ თმა ძნელად გეზრდებათ და უსიცოცხლო გახდა, ხშირად უნდა მიირთვათ სოკო. ტყის ეს ნობათი ცილებისა და ცხიმების გარდა, თუთიითაც მდიდარია. თუთია ორგანიზმის ბევრი ფერმენტის შემადგენლობაში შედის და ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდას.

  • ღამით არასოდეს დაიწნათ თმა, არ გაიკეთოთ ვარცხნილობა, არ დაიხუროთ ქუდი და არ დაიძინოთ სველი თმით.

  • თვეში ერთხელ მოიჭერით თმის ბოლოები.

  • ჭინჭარი ერთ - ერთი სასარგებლო მცენარეა. მისი ნაყენი აჩქარებს თმის ზრდას. იყენებენ თმის ცვენის წინააღმდეგ.

  • თმის გათეთრებისა და ქერტლის წინააღმდეგ იხმარება ბალბის ნახარში.

  • ჭინჭრის ნაყენი ( 1 სუფრის კოვზი გამხმარი ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე ) სპობს ქერტლს და აჩერებს თმის ცვენას.

  • 20 ცალი სტრეპტოციდის აბი დაფხვენით, გახსენით ცხელ წყალში და გადაივლეთ თავზე დაბანის შემდეგ.

  • დიდი მნიშვნელობა აქვს თმის სწორად დაბანას. თუ მშრალი თმა გაქვთ, დაბანის წინ შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი. დაბანის შემდეგ გადაივლეთ გვირილის, ჭინჭრის ცაცხვის ყვავილის, პიტნის ნაყენი ან მუხის ქერქის, ჭინჭრის და კრაზანის ნახარში.

  • ლიმონის წვენი თქვენს თმას დაარბილებს, დამყოლს და მბზინვარეს გახდის (1/2 ლიმონი ერთ ჭიქა წყალზე).

  • სელის ნახარში ვარცხნილობას მშვენივრად უნარჩუნებს ფორმას, განსაკუთრებით მოკლე თმას.

  • თუ თმა გცვივათ, გირჩევთ ცოტა ლუდი ან უცხიმო რძე გადაივლოთ თავზე, ასე ვარცხნილობა დიდხანს გაძლებს.

  • ჭვავის პური დაალბეთ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 2 - 3 საათს, გაწურეთ და გადაივლეთ თმაზე.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი